Skip to content
16/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, რომელსაც ქმნის ჩვენი ქვეყანა, ხაზი გაუსვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ეკონომიკის განვითარებაში

მარშალ პრესი 07/11/2024
ilia darchiashvili

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, რომელსაც ქმნის ჩვენი ქვეყანა, იმ ეკონომიკურ განვითარებასა და შედეგებზე, რომლებიც აქვს უკვე საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბუდაპეშტში განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და დაკავშირებადობას ეხებოდა.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული როლი იმაშია, რომ ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი ბუნებრივი ფუნქცია და დავაკავშიროთ აღმოსავლეთი დასავლეთს და პირიქით. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, რომელსაც ქმნის ჩვენი ქვეყანა, იმ ეკონომიკურ განვითარებასა და შედეგებზე, რომლებიც აქვს უკვე საქართველოს და იმ პოტენციალზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ქმნის სხვადასხვა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებებით, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას. პრემიერ-მინისტრმა ცალსახად გაუსვა ხაზი მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკურ განვითარებაზე, წინსვლასა და პროგრესზე. ჩვენი მხრიდან აქცენტი გაკეთდა ამ თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რომ ვითანამშრომლოთ ყველა იმ დაინტერესებულ მხარესთან, რომელსაც შეუძლია, განსაკუთრებული წვლილი შეიტანოს ამ პროცესში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

Continue Reading

Previous: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა
Next: ირაკლი კობახიძე შარლ მიშელს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025