Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

მარშალ პრესი 07/11/2024
Capture

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალან ბერსეს შეხვდა.

ბუდაპეშტში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეფორმების განხორციელების პროცესში.

მხარეებმა ასევე განიხილეს ევროპის უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ყურადღება დაეთმო ევროპის საბჭოს როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესში, მათ შორის ჰუმანიტარული პროექტებისა და დიალოგის მექანიზმების მეშვეობით. ასევე აღინიშნა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის და მინისტრთა კომიტეტის ყოველწლიური გადაწყვეტილებების განსაკუთრებული მნიშვნელობა.

პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის და  ხაზი გაუსვა ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლს ევროპის კონტინენტზე დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის განმტკიცების პროცესში.

Post navigation

Previous: გრძელდება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მანიპულაციური ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავრცელების ტენდენცია – ცესკო
Next: ირაკლი კობახიძე სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.