ადრე სენატორების ტვიტერის ჩანაწერებს, ერთი კვირა ატრიალებდნენ. გვიმტკიცებდნენ რამდენად გავლენიანები არიან რიში, შაჰინი, სხვები. ახლა არ იმჩნევენ

452
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, გენერალი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:

“დღის თემების კომენტარი.
პოლიტიკური კულტურის პრობლემები რომ გვაქვს, რასაც ბოლო პერიოდია ვწერ, დღეს სენატორმა რიშმა ლამის ღიად მიანიშნა პოლიტიკოსებს, შიდა პრობლემები თქვენით მოაგვარეთო.
ძირითადი ადრესატი რომ ოპოზიცია და, განსაკუთრებით, ნაციონალური მოძრაობაა, ჩანს განცხადებებში, როცა მოუწოდებენ ხელი მოაწერონ მიშელის დოკუმენტს.
ადრე სენატორების ტვიტერის ჩანაწერებს, ერთი კვირა ატრიალებდნენ. გვიმტკიცებდნენ რამდენად გავლენიანები არიან რიში, შაჰინი, სხვები. ახლა არ იმჩნევენ.
სენატის განცხადებაში ისევაა რუსული ინტერესები ნახსენები ოპოზიციის მიერ შექმნილი კრიზისის ჭრილში.
პოლიტიკური უკულტურობის მაჩვენებელია, როცა ლელო ისევ პარლამენტიდან გასვლით იმუქრება. შიგნით ხომ მუშაობენ?! გინდა შიგ იყავით და გინდ გარეთ.
ოცნებამ რომ გითხრათ, ჩვენც “გავალთ” პარლამენტიდან, ანუ ვადამდელს გამოვიწვევთო, სად მიდიხართ? მაგ 3-4 მანდატსაც ვერ აიღებთ.
ვადამდელი არჩევნების წინააღმდეგი რატომ ვარ, ბევრჯერ მაქვს ახსნილი და კიდევ ავხსნი:
1. გაისად რომ არჩევნები ჩატარდეს, ახალი პარტიები ისევ ვერ შემოვლენ და ისევ ამ შემადგენლობის პარლამენტს მივიღებთ. გაწყობთ? თუ გაწყობთ ისევ ასეთი ოპოზიცია, ჩავატაროთ;
2. არჩევნები ათეულობით მილიონი ჯდება, რაც შეიძლება სხვა რამეს მოხმარდეს.
ეს მიზეზებია, თორემ ყოველ წელს ჩაატარეთ, თუ გინდათ.
ისე, დაფინანსებას რაც შეეხება. თავად აღიარებს ოპოზიცია, რომ პარტიებს ასტრონომიული თანხები უჯდებათ არჩევნები. ხაზარაძემ დაასახელა 400 მილიონზე მეტი. ჰოდა, საიდან აქვთ ამდენი ფული, რომ არჩევნებზე თითო პარტიამ ათეულობით მილიონი ხარჯოს?
ექს-პრეზიდენტის და ექს-პრემიერის სავარაუდო შეხვედრაზე გავრცელდა სიუჟეტი. თუ მართლა შედგა, არც კი ვიცი რა დავწერო. ჯერ ცოტა ინფორმაციაა. თუმცა, რაღაც წინააღმდეგობებია. გასაგებია რაზეც იყო საუბრები, რომ ერთ დროს, ერთ სივრცეში მოხვედრა, თავისთავად ეჭვებს დაბადებდა. მაგრამ უფრო სხვა ნიუანსებია: ზოგი უარყოფს, ზოგმა გაიქცაო, იქ დაცვა დადის, იქ ერთსა და იმავე ორგანიზაციაში შეხვედრები. მოკლედ, საინტერესოა…
მივესალმები უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარებას და ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე მუშაობის განახლებას. თუ გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ ვწერდი…” – წერს სალუქვაძე
კომენტარები
რეკლამა
მოწონება