Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილის გზას დაადგა ამერიკელთა უმეტესობაც, რომლებმაც ხმა მისცეს ეკონომიკის დასტაბილურებას, ქვეყნის დეკრიმინალიზაციას, ტრადიციულ ფასეულობებს და რაც მთავარია – მშვიდობას

მარშალ პრესი 06/11/2024
david kartvelishvili

“ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმიანება “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ მოხარულია, აშშ-შიც რომ მშვიდობა ტრადიციული ფასეულობები იმარჯვებს.

ქართველიშვილის განცხადებით, ყველას უხარია ტრამპის გამარჯვება, ვინაიდან, ქართველების უმეტესობის გზას დაადგა ამერიკელების უმეტესობაც, რომლებმაც ხმა მისცეს ეკონომიკის დასტაბილურებას, საიმიგრაციო პოლიტიკის მოწესრიგებას, ოჯახურ ფასეულობებს და მშვიდობას, რომელიც მთელ მსოფლიოს სჭირდება.

“ყველას გვიხარია, რადგანაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილის გზას დაადგა ამერიკელთა უმეტესობაც, რომლებმაც ხმა მისცეს: ეკონომიკის დასტაბილურებას, საიმიგრაციო პოლიტიკის მოწესრიგებას, ქვეყნის დეკრიმინალიზაციას, ტრადიციულ ოჯახურ ფასეულობებს. და რაც მთავარია – მშვიდობას, რომელიც მოსწყურდა უკრაინას, ევროპას, ამერიკას, საქართველოს და ზოგადად – მსოფლიოს.” – წერს ქართველიშვილი.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: პრეზიდენტ ტრამპს ვულოცავ არჩევნებში გადამწყვეტ გამარჯვებას – ირაკლი კობახიძე
Next: საქართველო – ამერიკის ურთიერთობის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო ადმინისტრაცია “გაღმა გავიდა” მარილზე, გილოცავთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.