Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში მონაწილეობს

მარშალ პრესი 06/11/2024
462579478_578684014815083_4719189610299222999_n

საფრანგეთის რესპუბლიკის ქალაქი სტრასბურგი 6-8 ნოემბერს დემოკრატიის მსოფლიო ფორუმს მასპინძლობს. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, ეკა სეფაშვილი, რომელიც ღონისძიებაზე წარდგენილია ასამბლეის სოციალური კომიტეტიდან. ფორუმი განიხილავს იმ კრიტიკულ საფრთხეებს, რომლებიც შედეგად მოჰყვება დეზინფორმაციას, ასევე, მრავალფეროვნების გარშემო სხვადასხვა პოლიტიკურ ნარატივებს – მათ შორის საარჩევნო კამპანიის კონტექსტში.

ფორუმი ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, თუ როგორ შეიძლება საარჩევნო პროცესებმა უნებლიედ შეუწყოს ხელი პოპულიზმის აყვავებას. ამგვარი გამოწვევების აქტუალობის ფონზე, ფორუმი შეისწავლის გზებს, თუ როგორ შეიძლება მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება, რათა მათ გაიაზრონ პოპულიზმით გამოწვეული რისკები. დემოკრატიის მსოფლიო ფორუმის თემებს შორისაა: ახალგაზრდების ჩართულობა; დეზინფორმაციასთან ბრძოლა; მრავალფეროვნების წახალისება; დემოკრატია და პოლარიზაცია; სიტყვის თავისუფლება; დისკრიმინაციასთან და სიძულვილის ენასთან ბრძოლა და სხვა მნიშვნელოვანი თემები. ფორუმი აერთიანებს პოლიტიკოსებს, დეპუტატებს, მინისტრებს, აკადემიკოსებს, აქტივისტებს, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს და, როგორც წესი, ყოველწლიურად იმართება ევროპის საბჭოს სასახლეში, სტრასბურგში.

Post navigation

Previous: მოლდოვაში არ არის პოლიტიკური და მედიაპლურალიზმი, აკრძალეს პარტიები, ოპოზიციონერი დეპუტატი არ დატოვეს პარლამენტში, ასეთ დროს საქართველოს და მოლდოვის არჩევნებთან დაკავშირებით განსხვავებული შეფასებები ცალსახა უსამართლობაა
Next: პროკურატურას დღეს დამატებით წარვუდგენთ ფაქტებს რამდენიმე ათეული სავარაუდო დანაშაულის შესახებ, როგორ ხდებოდა „ქართული ოცნების“ ხმების მოპარვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.