სკანდალი – გიორგი გახარიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის, შეერთებულ შტატებში, კონსპირაციული შეხვედრა შედგა

1726
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

„გახარია და სააკაშვილი ვაშინგტონში ერთმანეთს შეხვდნენ“ – კურიერის ექსკლუზივი გიორგი გახარიასა და მიხეილ სააკაშვილის შორის შეერთებულ შტატებში კონსპირაციული შეხვედრა შედგა. ამის შესახებ რუსთავი-2-ის საინფორმაციო გამოშვება კურიერი იტყობინება

. რუსთავი 2-მა გაარკვია, რომ „ნაციონალური მოძრაობისა” და პარტია ,,საქართველოსთვის” დელეგაციები ამერიკაში ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ. კურიერმა ექსკლუზიურად გადაიღო კადრები, სადაც ჩანს, რომ სწორედ ქალაქის ცენტრში მდებარე ,,the mayflower Hotel’’ – ში იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილიც. ყოფილი პრეზიდენტი რუსთავი 2-თან კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ის, რომ ყოფილი პრემიერი იმავე სასტუმროში იმყოფებოდა, სადაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ამ ფაქტს ადასტურებს ასევე ვაშინგტონში მყოფი თინათინ ბოკუჩავა. კურიერის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ყოფილ პრემიერს შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ვაშინგტონში შეხვედრა ნამდვილად შედგა, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, მოხდა თუ არა ეს იმ სივრცეში, სადაც ყოფილმა მაღალჩინოსნებმა რამდენიმე დღე გაატარეს. ეს არის სასტუმრო ვაშინგტონის ცენტრში, სადაც, „კურიერის“ ინფორმაციით, გიორგი გახარია და მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდნენ. მიხეილ სააკაშვილის თანაპარტიელები არ უარყოფენ, რომ გიორგი გახარია ნამდვილად იყო იმ სასტუმროში, სადაც რამდენიმე დღის შემდეგ მიხეილ სააკაშვილიც ჩავიდა, თუმცა, ოფიციალურად იყო თუ არა ეს ის ადგილი, სადაც შეხვედრა შედგა, უცნობია. ნაციონალური მოძრაობის წევრი თინათინ ბოკუჩავა ადასტურებს, რომ გიორგი გახარია მართლაც იმავე სივრცეში იმყოფებოდა, რომელშიც ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან გაჩერებული. „გაიქცა გიორგი გახარია ამ სასტუმროდან“ – აცხადებს კურიერთან თინა ბოკუჩავა. კურიერის ინფორმაციით, ვაშინგტონის ცენტრში მდებარე სასტუმროს ტერიტორია გიორგი გახარიამ ამ დროისთვის დატოვა, თუმცა, „კურიერის“ კამერამ გადაიღო მისი დაცვის თანამშრომელი, რომელიც ამ დროისთვის კვლავ იმ სასტუმროში იმყოფება, სადაც აგრეთვე იმყოფებიან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. გარდა ამისა, კიდევ ერთი სივრცე, სადაც შეიძლება გიორგი გახარიასა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების გზები გადაკვეთილიყო, არის ატლანტიკური საბჭო, სადაც ორივე პარტიის ლიდერებმა ამერიკელ ექსპერტებთან შეხვედრები გამართეს.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება