Skip to content
24/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპონენტები მუდმივად ცდილობენ, ვიწრო პოლიტიკურ კინკლაობაში ჩატოვონ პოლიტიკური სივრცე, ჩვენი ამოცანაა, ვაკეთოთ საქმე, რაც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას

მარშალ პრესი 05/11/2024
irakli kobakhidze

ოპონენტები მუდმივად ცდილობენ, რაღაც ვიწრო პოლიტიკურ კინკლაობაში ჩატოვონ პოლიტიკური სივრცე, ჩვენ გვაქვს სხვა დღის წესრიგი, ჩვენი ამოცანაა, არა მარტო ვისაუბროთ, არამედ ვაკეთოთ საქმე, რაც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას და იმ ამბიციური პროგრამის შესრულებას, რომელიც წარვადგინეთ ქართული საზოგადოების წინაშე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა სამთავრობო გუნდის მიერ მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.

„მარტო ინფრასტრუქტურა რომ ავიღოთ, წინა ხელისუფლების დროს მხოლოდ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი დაიგო და იყო ერთი გვირაბი, ერთი ხიდი. გვირაბის ჯამური სიგრძე, თუ არ ვცდები, 3,5 კილომეტრი იყო და ხიდის – დაახლოებით 2,5 კილომეტრი. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 299 კილომეტრი ახალი მაგისტრალური გზა არის დაგებული. რაც შეეხება გვირაბებს, 40 კილომეტრზე მეტი სიგრძის მარტო გვირაბია აშენებული. ხიდები არის აშენებული ჯამში 20 კილომეტრზე მეტი სიგრძის. მხოლოდ 68 კილომეტრი მაგისტრალი დააგეს წინა ხელისუფლების დროს, თან ეს იყო ამ მაგისტრალის ყველაზე მარტივი მონაკვეთი.

ადამიანის უფლებების კუთხით იყო უმძიმესი მდგომარეობა ციხეებში, ადამიანების წამება, 2,5-ჯერ მეტი ადამიანი ჰყავდათ დაპატიმრებული, მათ შორის ძალიან დიდი ნაწილი სრულიად უკანონოდ, ყოველგვარი რეალური ბრალდების გარეშე. ტელევიზიების მიტაცება, ბიზნესის რეკეტი, ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი დაკარგეს. ერთადერთი, რასაც გვაყვედრიდნენ, იყო გზების მშენებლობა და აქაც აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 5-ჯერ უფრო ეფექტიანია ჩვენი მუშაობა, ვიდრე იყო წინა ხელისუფლების პირობებში. 

როდესაც ასეთი პოლიტიკური ძალები ჯერ კიდევ იღებენ ჯამში ხმების დაახლოებით 30-35 პროცენტს, ეს ტრაგიკულია, თუმცა მთავარია, ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ 4 წლის თავზე მათი მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად შემცირდეს, არა 60 ათასით, როგორც ეს მოხდა წინა არჩევნებთან შედარებით, არამედ კიდევ უფრო მეტად. მთავარია, საკუთარი დღის წესრიგით ვიმუშაოთ და ეს დღის წესრიგი არის ქვეყნის განვითარება. ამ 4 წლის განმავლობაში ძირითადად ვიქნებით გადართული სწორედ ამ საქმეების კეთებაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: 4 წლის თავზე ჩვენი ქვეყანა გადავა განვითარების თვისებრივად ახალ დონეზე და ამას სჭირდება ყოველდღიური მუშაობა, რისთვისაც სამთავრობო გუნდი მზად არის
Next: როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, ვფიქრობთ, თვისებრივად გადაიტვირთება ურთიერთობები, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ამერიკულ ადმინისტრაციაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.