Skip to content
09/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთი სირცხვილის ქვა დაადო თავის პოლიტიკურ სამარეს და საქართველოს ელჩების გალანძღვით ქვეყანას შეურაცხყოფა მიაყენა

მარშალ პრესი 05/11/2024
eka sepashvili

„სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის კარიერა და ამ კარიერის დასასრული, საოცარია – პრეზიდენტობის განმავლობაში ის განუხრელად ცდილობდა საქართველოს რეპუტაციის შელახვას, ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების გამოწვევას, არღვევდა კონსტიტუციას, თვეების მანძილზე არ ნიშნავდა ელჩებს და ა.შ.“, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა ეკა სეფაშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ არ მიულოცა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ელჩებს დიპლომატიის დღე და ამის ნაცვლად, თუ რატომ მიმართა მათ სალანძღავი წერილით სოციალური ქსელიდან.

სეფაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთი სირცხვილის ქვა დაადო თავის პოლიტიკურ სამარეს და საქართველოს ელჩების გალანძღვით ქვეყანას შეურაცხყოფა მიაყენა. „ახლა, როცა სულ რამდენიმე კვირა აქვს დარჩენილი თავისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, კიდევ ერთი სირცხვილის ქვა დაადო თავის პოლიტიკურ სამარეს და საქართველოს ელჩების გალანძღვით შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყანას, ელჩებს, პიროვნებებს…

ეს მიმართვა ლანძღვა იყო იმ ადამიანების, რომლებიც საზღვარგარეთ სახელმწიფო ინტერესების დამცველები არიან. სალომე ზურაბიშვილს ალბათ უნდოდა ისევე გადამდგარიყვნენ სხვა ელჩები თანამდებობიდან, როგორც საფრანგეთში საქართველოს ელჩი გადაგა (რომელსაც დიდი აჟიოტაჟი არც მოჰყოლია), ვითომდა გაყალბებული არჩევნების გამო, მაგრამ რადგან ეს შედეგი ვერ მიიღო, ახლა ისღა დარჩენია, რომ ეს ხალხი ლანძღოს“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: პოლიტიზებული მოსამართლე სადღაც მაინც შემორჩენილა. ხუჭუა იმასაც ვერ მიხვდა, რომ მან განაჩენი რეალურად ამერიკელებს გამოუტანა
Next: ახლა იტყვიან რადიკალები, რომ ფარულობა არჩევნების დღეს კი არა, თურმე არჩევნების დასრულების შემდეგ დარღვეულა. მაშინ, როცა არჩევნების დღის ჩათვლით ისინი ყველას არწმუნებდნენ, რომ ხმის მიცემის ფარულობა აბსოლუტურად დაცულია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.