Skip to content
23/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავალებამ არ დააყოვნა საელჩოდან და მოსამართლე ხუჭუამ გაკოტრებულ ოპოზიციას ხავსი გადაუგდო

მარშალ პრესი 05/11/2024
vato shakarishvili

2004 წლიდან 2011 წლის ჩათვლით პროკურატურაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე ნამუშევარი ადამიანი, ნაცაქტივისტი მეუღლით, ცხადია, ზიანს მიაყენებდა სახელმწიფოს, როგორც კი ამის საშუალება მიეცემოდა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითიც თეთრიწყაროს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„ყველას გვახსოვს აშშ-ის საელჩოში დაბარებული მოსამართლეები; ასევე, კანონიერი განაჩენის გამო (მათ შორის ისეთი განაჩენის, რომელიც სტრასბურგმაც დაადასტურა) დასჯილი და დასანქცირებული მოსამართლეები; ასევე, ვნახეთ USAID-ის თუ სხვა ევრო-ამერიკული ფონდების მიერ წახალისებული მოსამართლეები, რომლებიც სისტემაში ჰყავთ ჩანერგილი და საჭირო მომენტში აამოქმედებენ ხოლმე.

სამწუხაროა, რომ ვლადიმერ ხუჭუა, ეს ადეიშვილისა და გვარამიას პროკურატურის მაღალჩინოსანი, დღემდე მოსამართლეა! რთული წარმოსადგენი არ არის, რა დონის ბინძური საქმეები აქვს შესრულებული, რომ სააკაშვილისგან ღირსების ორდენიც კი დაუმსახურებია!

2004 წლიდან 2011 წლის ჩათვლით პროკურატურაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე ნამუშევარი ადამიანი, ნაცაქტივისტი მეუღლით, ცხადია, ზიანს მიაყენებდა სახელმწიფოს, როგორც კი ამის საშუალება მიეცემოდა!

დავალებამაც არ დააყოვნა საელჩოდან და ხუჭუამ გაკოტრებულ, დამარცხებულ, გამარგინალებულ ოპოზიციას ხავსი გადაუგდო!!!“ – წერს ვატო შაქარიშვილი „ფეისბუქზე“.

Post navigation

Previous: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროინტეგრაციაზე, როგორც დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესზე, ეს პრინციპი არ უნდა იქნას გამოყენებული შერჩევითად. საქართველოს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი
Next: ცესკო თეთრიწყაროსა და გორის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებებს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.