Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თეთრიწყაროს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ 12 საარჩევნო უბნის შედეგები გააბათილა – “ნაცების” ხანმოკლე შავბნელი დავალება შესრულებულია

მარშალ პრესი 05/11/2024
gia abashidze

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება თეთრიწყაროს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც 12 საარჩევნო უბნის შედეგები გააბათილა, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება მან არა კანონის ენით, არამედ, ოპოზიციურად განწყობილი მეუღლის – ელზა გურგენიძის გავლენით მიიღო.

აბაშიძის განცხადებით, “ნაცების” ხანმოკლე შავბნელი დავალება შესრულებულია.

“თეთრიწყაროს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ 12 საარჩევნო უბნის შედეგები გააბათილა, თურმე ბიულეტენებით ხმის ფარულობა არ იყო დაცული. “ნაცსივრცეში” ის ე.წ. “გმირია”.

რასაკვირველია, მოსამართლე ხუჭუას ამ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს, ეს ჩვეული პროცესია.

თანდართული “სქრინები” და ვიდეო სოცქსელში ვლადიმერ ხუჭუას მეუღლის, ელზა გურგენიძის ტოქსიკური გზავნილებია და ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ თეთრიწყაროს მოსამართლემ ხუჭუამ კანონის ენით მიიღო გადაწყვეტილება? “ნაცების” ხანმოკლე შავბნელი დავალება შესრულებულია და ეს მოსალოდნელიც იყო, რომ მსგავსი ავაზაკობა მოხდებოდა. თუმცა, დემოკრატიული არჩევნებზე თავდასხმა მაინც ფუჭია რევანშისტებისთვის, საიდანაც არ უნდა დაარტყან დეზინფორმაციითა და მანიპულაციით გამართულ საარჩევნო სისტემას,”-წერს გია აბაშიძე.

Post navigation

Previous: 26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს ცესკოს თავმჯდომარემ და ENEMO-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ცესკოში გამართულ შეხვედრაზე
Next: დავით ჩიხელიძე მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუაზე: მსგავსი მნიშვნელობის საქმე, მხარემ არ უნდა განიხილოს, რადგან ფაქტი სახეზეა, ვლადიმერის მეუღლე ოპოზიციას წარმოადგენს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.