Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ფაქტების შემმოწმებელმა ორგანიზაციამ გოგლა ჟვანია და მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ამხილა

მარშალ პრესი 04/11/2024
462551601_506443779024585_284477745578613309_n

ფაქტების შემმოწმებელმა ორგანიზაციამ გოგლა ჟვანია და მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ამხილა.

ირკვევა, რომ მათ ამომრჩევლთა რაოდენობის შესახებ მანიპულაციური შინაარსის ინფორმაციები გაავრცელეს.

ფაქტების შემმოწმებელი პლატფორმის “ჯეოფაქტის” ინფორმაციით, ჟვანიას მიერ გავრცელებულ ქარდზე, რომელიც მეტრეველმაც გააზიარა, აღებულია საქსტატის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა, გამოკლებულია არასრულწლოვანი მოსახლეობა და მიღებული მაჩვენებელი შედარებულია ამომრჩეველთა საერთო რაოდენობასთან. ამით იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ცესკოს მონაცემები ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ გადაჭარბებულია და სინამდვილეში, ეს რიცხვი გაცილებით ნაკლები უნდა იყოს.

“ჯეოფაქტის” განმარტებით, ამომრჩეველთა ერთიანი სია და მოსახლეობის რაოდენობა – ორი სხვადასხვა მონაცემია. “საქსტატის მონაცემები მოსახლეობის რაოდენობის სტატისტიკის შესახებ, ასახავს მხოლოდ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობას. ამომრჩეველთა სია კი აერთიანებს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს.” – ვკითხულობთ განმარტებაში, რომლის საფუძველზე, “მეტამ” ჟვანიას და მეტრეველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მანიპულაციური უწოდა.

Post navigation

Previous: ფაქტების შემმოწმებლები ოპოზიციას მორიგ სიცრუეში ამხხელენ
Next: 26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს ცესკოს თავმჯდომარემ და ENEMO-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ცესკოში გამართულ შეხვედრაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.