ბატონო შალვა, “თქვენ, გირგვლიანის უფლებადამცველიდან გადაიქეცით ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს ინტერესების დამცველად, დღეს რურუას ინტერესების დამცველად მოგვევლინეთ”

440
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

“თქვენ, გირგვლიანის უფლებადამცველიდან გადაიქეცით ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს ინტერესების დამცველად, დღეს რურუას ინტერესების დამცველად მოგვევლინეთ” –  იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრს შალვა შავგულიძეს პლენარულ სესიაზე უპასუხა.

,,ბატონო შალვა, არ ხართ მართალი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების ჩვენების სანდოობის საკითხს ეხმიანებით. თქვენ არასწორ ინფორმაციას აწვდით საქართველოს პარლამენტს, თითქოს საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ პოლიციელის ჩვენება არ შეიძლება გამოყენებული იყოს მტკიცებულებად. ეს არის ტყუილი. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ ასეთი რამ თქვა, გთხოვთ წაიკითხოთ კონკრეტულად სად არის ეს განმარტებული.

მე კოლეგებს და თქვენ, მოგაწვდით ზუსტ ინფორმაციას, თუ რა თქვა საკონსტიტუციო სასამართლომ. თუმცა, თქვენ არ ეთანხმებით ისეთ საკითხებს, რომელიც უკვე ჭეშმარიტებაა, მაგალითად მიშელის დოკუმენტი. თქვენ, გირგვლიანის უფლებადამცველიდან გადაიქეცით ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს ინტერესების დამცველად და დღეს, რურუას ინტერესების დამცველად მოგვევლინეთ. ამიტომ, თქვენ არ ხართ მორალურად მართალი, როდესაც ასეთ პოზიციებს აჟღერებთ.’’ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა შალვა შავგულიძის საპასუხოდ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება