Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვახტან მეგრელიშვილი სტატუსის მინიჭებაზე: არ წარმომიდგენია და არ ვუშვებ, რომ ეს პროცესი პესიმისტურად დასრულდეს

მარშალ პრესი 05/06/2022
ვახტანგ მეგრელიშვილი

არ ვუშვებ, რომ სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცესი რაღაცნაირად, პესიმისტურად დასრულდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

„როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, მართალი გითხრათ, არ წარმომიდგენია და არ ვუშვებ, რომ ეს პროცესი რაღაცნაირად, პესიმისტურად დასრულდეს. განსაკუთრებით, არ ვუშვებ არა იმდენად საქართველოს და მისი შიდა პოლიტიკური სიტუაციის გამო, არამედ იმის გამო, რომ თვითონ ეს პროცესი სულ სხვა მიზეზით არის წამოწყებული.

ეს მიზეზი გახლავთ ომი უკრაინაში და ის კატასტროფა, რაც იქ მიმდინარეობს. შესაბამისად, ვფიქრობ, ევროპის მხრიდან სულ სხვა მესიჯთან იქნება საქმე. არა იმაზე იქნება საუბარი, რომ საქართველოში რაღაც ტექნიკური საკითხები არ არის მოგვარებული, ან შიდა პოლიტიკური პრობლემები გვაქვს, არამედ იმაზე, რომ დასავლეთი რაღაცნაირად, მესიჯს უგზავნის რუსეთს, რომ მისი პოზიცია არის ზედმეტად ფრთხილი, ეს კი ფაქტობრივად, რუსეთისთვის დაახლოებით ისეთი ტიპის მესიჯი იქნება, როგორიც თავის დროზე, 2008 წელს, ნატომ გაუგზავნა ჩვენი კანდიდატად არმიღებით. ამიტომ, არ მგონია, დასავლეთმა პოლიტიკურად მეორეჯერ გაიმეოროს იგივე შეცდომა“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ევროკომისიამ კითხვარის ქართული პასუხების შესახებ მოსაზრებები ევროკავშირის ლიდერებს, 24-25 ივნისის სამიტზე უნდა გაუზიაროს. მთავრობის მეთაურმა კარლ ჰარცელს კითხვარის მეორე და საბოლოო ნაწილი 10 მაისს გადასცა.

Post navigation

Previous: ბექა დავითულიანი: არ მინდა, ვიფიქრო და დავუშვა, რომ ევროპას არ ეყოფა სიმამაცე, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს
Next: თემურ ჩხეიძე გარდაიცვალა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.