Skip to content
08/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. მოსკოვი ამზადებს საკუთარ რეაქციას კიევის წინადადებებზე და გარკვეულ წინსვლას აფიქსირებს – ლავროვი

მარშალ პრესი 01/04/2022
სერგეი ლავროვი

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. მოსკოვი ამზადებს საკუთარ რეაქციას კიევის წინადადებებზე და გარკვეულ წინსვლას აფიქსირებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ინდოელ კოლეგა სუბრაჰმანიამ ჯაშინკართან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესში წინსვლა, უპირველეს ყოვლისა, ეხება უკრაინის, როგორც ბლოკის წევრი ქვეყნის აღიარების შეუძლებლობას.

„მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. თქვენ მოისმინეთ, როგორ კომენტარს აკეთებდნენ ჩვენი მომლაპარაკებლები სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე, სადაც უკრაინულმა მხარემ ქაღალდზე პირველად წარადგინა საკუთარი ხედვა შეთანხმებებზე, რომელთა მიღწევაც აუცილებელია. ეს შეთანხმებები, ზოგადად, ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს. ჩვენ ვამზადებთ რეაქციას, არის წინსვლა, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ეხება უკრაინის, როგორც ბლოკის წევრი ქვეყნის აღიარების შეუძლებლობას“, – განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, რუსეთი უკრაინული მხარიდან „კიდევ ერთი რეალობის ბევრად უფრო ფართო გაგებას ხედავს“.

„ვგულისხმობ სიტუაციას ყირიმთან და დონბასთან დაკავშირებით. რაც შეეხება შემდგომ პოტენციურ კონტაქტებს, ისინი ამჟამად მუშავდება და გამოცხადდება“, – დაამატა რუსმა დიპლომატმა.

ლავროვის განცხადებით, რუსეთი უკრაინულ მხარესთან შემდგომ კონტაქტებზე მუშაობს. მისივე თქმით, მოსკოვი ემხრობა უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ უკრაინისთვის და ევროპის ყველა ქვეყნისთვის.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უსაფრთხოების გარანტიებს უკრაინისთვის, ყველა ევროპული ქვეყნისთვის, რუსეთისთვის იმ დოკუმენტების შესაბამისად, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ეუთო-ს ფარგლებში იყო მიღებული და რომელიც აცხადებდა პრინციპს, რომ არც ერთი ქვეყანა არ გააძლიერებს თავის უსაფრთხოებას სხვების უსაფრთხოების ხარჯზე“, – განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, არავინ იქნება წინააღმდეგი, თუ ინდოეთს შეეძლება, მხარი დაუჭიროს უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის პროცესებს თავისი სამართლიანი პოზიციებითა და საერთაშორისო პრობლემების გადაჭრის რაციონალური მიდგომებით.

Continue Reading

Previous: ბათუმში მიავლინეს ყველაზე სტაჟიანი პროვოკატორები, რომელთა პოლიტიკურ შოუებსაც ხვალ, სავარაუდოდ, ტელეეკრანებზე ვიხილავთ- მამუკა მდინარაძე
Next: პრემიერ-მინისტრის მეთაურობით გამართული დღევანდელი სხდომა განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო, ვინაიდან ეს იყო პირველი სხდომა მას შემდეგ, რაც საქართველომ ოფიციალური განაცხადი გააგზავნა ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025