Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ონლაინ სივრცეში გავრცელებული ხელშეკრულების ფოტოები, რომელიც თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და რუსული კამპანიას შორის თანამშრომლობას ასახავს, არის ფალსიფიცირებული

მარშალ პრესი 02/11/2024
Capture

ონლაინ სივრცეში გავრცელებული ხელშეკრულების ფოტოები, რომელიც თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და რუსული კამპანიას შორის თანამშრომლობას ასახავს, არის ფალსიფიცირებული”- განაცხადა ცესკო-ს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა 2 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.

“ონლაინ სივრცეში გავრცელებული ხელშეკრულების ფოტოები, რომელიც თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და რუსული კამპანიას შორის თანამშრომლობას ასახავს, არის ფალსიფიცირებული და ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს. ასეთი დოკუმენტი არ არსებობს. საარჩევნო ადმინისტრაციას, აღნიშნულ კომპანიასთან და მათ შორის, არცერთ სხვა კომპანიასთან ხელშეკრულებაში მითითებულ შესყიდვის საგანთან დაკავშირებით არასოდეს უთანამშრომლია. მეორე საკითხი, რუსული მედია ორგანიზაციის წარმომადგენლის ალექსანდრ მალკევიჩის აკრედიტაციას შეეხება.

დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციამ, აღნიშნული პირის აკრედიტაციის კანონი დაარღვია და ამის საფუძველი, ცესკოს თავმჯდომარის ჟურნალისტთან პირადი ნაცნობობა იყო. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ რუსული მედია ორგანიზაციის წარმომადგენელზე აკრედიტაცია გაცემულია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით.

გიორგი კალანდარიშვილს, ალექსანდრ მალკევიჩთან არანაირი კავშირი არ აქვს და არასოდეს უსწავლია რუსეთში და არც არასოდეს ყოფილა აღნიშნულ ქვეყანაში. ნათელია, რომ ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული საარჩევნო ადმინისტრაციის და მისი ხელმძღვანელობის დისკრედიტაციისკენ. მაშინ, როდესაც უშუალოდ საარჩევნო პროცესში არსებით დარღვევასთან დაკავშირებით ვერ მოიძებნა ვერანაირი მტკიცებულება, დაინტერესებული მხარეები პროცესის დაზიანებას დეზინფორმაციითა და ფალსიფიცირებული, გაურკვეველი დოკუმენტების გამოყენებით ცდილობენ,”- აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ნათია იოსელიანი.

Post navigation

Previous: ქართველ ხალხს კარგად ესმის, რა არის მშვიდობის, სუვერენიტეტისა და თავისუფლების ფასი. ამიტომ ისინი მოითხოვენ, სწორედ ასეთი დასავლური ღირებულებებით მიიღონ ჩვენი ქვეყანა დასავლეთში და არა დაჩოქილი, ცალ ფეხზე მოხტუნავე და ყველა დავალებისა თუ ბრძანების შემსრულებელი
Next: როგორც ჩანს, ზოგიერთებისთვის, ქართველი ხალხია გამოსაცვლელი, საქართველო ქართველი ხალხია და არა მხოლოდ ტერიტორია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.