Skip to content
21/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პატრიარქი დედოფალ ელისაბედს აღსაყდრების 70 წლისთავს ულოცავს

მარშალ პრესი 05/06/2022
ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ელისაბედ მეორეს აღსაყდრების 70 წლისთავს ულოცავს.

„თქვენო უდიდებულესობავ, საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით, გულითადად გილოცავთ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტახტზე აღსაყდრების 70 წლისთავს. დღეს მსოფლიოში თქვენ ბრძანდებით ყველაზე გამორჩეული მონარქი და სამეფო ტახტის ყველაზე ძლიერი და გავლენიანი გამგებელი. თქვენი მოღვაწეობა მთელი ეპოქაა, რომელმაც წლების მანძილზე განამტკიცა თქვენი ქვეყანა განსაკუთრებით რთულ პერიოდებში და წარუშლელი როლი შეასრულა თქვენი სამეფოს ისტორიაში. ყოველთვის დიდი პატივისცემით ვიხსენებ თქვენთან შეხვედრას და ღრმა შინაარსიან საუბარს. შევთხოვ ღმერთს თქვენს დღეგრძელობასა და თქვენი სამეფო ოჯახის შემდგომ წარმატებებს. საუკეთესო სურვილებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“, – აღნიშნულია წერილში.

Post navigation

Previous: უკრაინის თავდაცვის მინისტრი: რუსი სამხედროები არ არიან რეგულარული ცივილიზებული არმია, ისინი არიან მკვლელები, მძარცველები და მოძალადეები
Next: უკრაინის თავდაცვის მინისტრი ომის წელს დასრულებას რეალისტურად მიიჩნევს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.