Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პოლიტიკაში კოლინ პაუელის მეთოდს უწოდებენ იმ სახის სპეკულაციებს, რასაც ჩვენი რადიკალური ოპოზიცია და მათი დასავლელი პატრონები მიმართავენ და სწორედ ამ ყველაფრის ბრმად დაჯერება არის მონობა

მარშალ პრესი 01/11/2024
mikheil kavelashvili

პარლამენტის წევრი, დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი რადიკალური ოპოზიციის სპეკულაციებს ეხმიანება. „საზოგადოებას, ახალგაზრდებს ამას ვუხსნით, რომ მონობა სწორედ ისაა, ასე მარტივად რომ იჯერებენ ყველაფერს“- აღნიშნა დეპუტატმა.

მისი თქმით, არსებული სპეკულაციები ე.წ. კოლინ პაუელის მეთოდია. მიხეილ ყაველაშვილის თქმით, საზოგადოებას უნდა განემარტოს, რომ მონობაა ფაქტების გარეშე ყველაფრის მარტივად დაჯერებაა.

მისი თქმით, ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფო თანამშრომლობს ევროკავშირთან და აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო ევროკავშირის ღირსეული წევრი გახდეს. პარლამენტის წევრის თქმით, საზოგადოებამ იცის თუ რა არის დემოკრატია, ამიტომ არ დათმობს საკუთარ პოზიციებს. „სიგიჟეები და სპეკულაციები ბევრი გვინახავს. მაგალითად, სააკაშვილის თემა – სანამ სტრასბურგმა არ დაამტკიცა, რომ არანაირ წამებას ადგილი არ ჰქონდა და ხელისგულზე ატარებს მას ქართული სახელმწიფო, უამრავი სპეკულაცია იყო.

ჩვენ ევროპისკენ გვინდა, არასდროს გვითქვამს ამაზე უარი, ოღონდ ღირსებით – შავზე შავი უნდა ვთქვათ და თეთრზე თეთრი, ვერ გვათქმევინებენ შავზე თეთრს. არის ამის მცდელობა, მაგრამ ჩვენ უკან არ დავიხევთ, საზოგადოებაც აგვყვა ამაში, თუმცა, არის ამომრჩეველი, რომელსაც ამას „აჭმევენ“, სააკაშვილის საქმეზე გავრცელებული ტყუილების მსგავსად. პოლიტიკურ საზოგადოებებში ამას ეძახიან კოლინ პაუელის მეთოდს. გაეროს სხდომაზე გამოვიდა პაუელი პატარა სინჯარით ხელში და მთელს მსოფლიოს დააჯერეს, რომ ერაყში იყო ქიმიური იარაღი, რომელსაც შეეძლო მთელი მსოფლიოს განადგურება.

რა თქმა უნდა, თუ მთელს მსოფლიოს განადგურება ემუქრება, აბა რა უნდა გაეკეთებინათ, შევიდნენ ერაყში და გადაბუგეს მთელი ქვეყანა. უამრავი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და ზუსტად 2-3 წელიწადში აღიარა კოლინ პაუელმა – ეს ინფორმაცია ჩვენ არ გვქონდაო. იგივე ხდება სააკაშვილზეც, ამიტომ მოვიყვანე ეს მაგალითი. ამ საზოგადოებას, ახალგაზრდებს ამას ვუხსნით, რომ მონობა სწორედ ისაა, ასე მარტივად რომ იჯერებენ ყველაფერს.

თუ გულწრფელები არიან გამოვიდნენ, იბრძოლონ სადაც საჭიროა, პოლიტიკური პარტია შექმნან. ჩვენ დაგვიმტკიცონ – რა არის რუსული. ფაქტებით ვამბობთ, რომ ყველა ჩვენი ქმედებით ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან, მაგრამ როცა შანტაჟის ენით იწყებენ საუბარს და ჩვენს კანონებზე ამბობენ – დემოკრატიული უკუსვლააო, ამაზე გვაქვს რეაგირება. ხალხი გათვითცნობიერებულია, ვიცით რა არის დემოკრატია, ეს მათი [დასავლელი პარტნიორების] მოგონილი სიტყვა და სისტემა კი არ არის. ჩვენ სამიათასწლოვანი სახელმწიფო ისტორია გვაქვს, გავლილი გვაქვს ეს ყველაფერი. დასავლელებს მდაბიო წარმოდგენა აქვთ ჩვენს საზოგადოებაზე, გადმოუგდეს ახალგაზრდებს სიტყვა “რუსული” და აყვირებენ, და ბოლოს იღებენ გვარამიას, მელიას და თაღლით ხაზარაძეს და მათი ამარა დარჩებიან ყოველთვის.

საზოგადო მოღვაწეებს რაც შეეხება, მათ სინდისზე იყოს ეს ყველაფერი, მაგრამ ახალგაზრდებს კიდევ აქვთ დრო, რომ გააანალიზონ და გაათვითცნობიერონ, რასთან აქვთ საქმე. მივმართავ ახალგაზრდებს – ჩვენი შვილები ხართ და მე მწყინს თქვენი ეს საქციელი. მე მეძახონ მონა, მაგრამ ფაქტებით ვერ დამისახელებენ ჩემი ცხოვრების ვერც ერთ ეტაპზე, რომ ჩემი თავისუფლება დავთმე და რუსეთს მივყიდე. ფაქტები საპირისპიროს მეტყველებს – ნახეთ რას ვაკეთებთ სახელმწიფოსთვის, როგორ ვიცავთ ჩვენს იდენტობას და ჩვენს სახელმწიფოებრიობას და როგორ ვიბრძვით იმისთვის, რომ ვიყოთ ევროკავშირის ღირსეული წევრი,“- აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

Post navigation

Previous: -როგორც ყველა სხვა დემოკრატია, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საკუთარი ქვეყნის პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე და საგარეო კურსის ცვლილებაზე ყოველგვარი ლაპარაკი უსაფუძვლოა, სწორედ ამიტომ დაუჭირა მხარი “ქართულ ოცნებას” მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა
Next: ქართული ოცნების“ მთელი საარჩევნო კამპანია აგებული იყო ჩვენი ეროვნული იდენტობის სამი ფუნდამენტალური პრინციპის დაცვაზე, შესაბამისად, არჩევნების შედეგი არის აბსოლუტურად ლოგიკური

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.