Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მე-6 საარტილერიო ბრიგადა 16 წლისაა

მარშალ პრესი 01/11/2024
22

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-6 საარტილერიო ბრიგადის დაარსებიდან 16 წელი შესრულდა.

საზეიმო ცერემონიალი ხონში, მე-6 საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ და მე-6 საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით ფოფხაძემ მიულოცეს. სამხედრო მოსამსახურეებმა პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას.

საზეიმო ღონისძიებაზე უწყების წარმომადგენლებმა სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით – „გენერალი კვინიტაძე“, „სამშობლოსთვის თავდადებული“, „გიორგი ანწუხელიძე“, საშტატო იარაღებით, ფასიანი საჩუქრებითა და საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს.

მე-6 საარტილერიო ბრიგადის დაარსების დღესთან დაკავშირებით, გაიმართა „ღია კარის დღეც“, რომელსაც სამტრედიისა და ხონის საჯარო სკოლების მოსწავლეები დაესწრნენ. ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.

სტუმრებმა სიმულაციების კლასი და გამოფენილი სამხედრო ტექნიკაც დაათვალიერეს.

Post navigation

Previous: მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ წინა არჩევნებთან შედარებით, საჩივრების რაოდენობა შემცირებულია, ასევე არის ე.წ. შაბლონური საჩივრები, სადაც არათუ სიტყვები, წერტილ-მძიმეც კი არ არის შეცვლილი, რაც მიანიშნებს საჩივრების აბსურდულობა/ხელოვნურობაზე და საჩივართა ავტორების არასანდოობაზე
Next: -როგორც ყველა სხვა დემოკრატია, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საკუთარი ქვეყნის პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე და საგარეო კურსის ცვლილებაზე ყოველგვარი ლაპარაკი უსაფუძვლოა, სწორედ ამიტომ დაუჭირა მხარი “ქართულ ოცნებას” მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.