Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ლიბერალური ფაშიზმის ფაზა დამთავრდა და წარსულს ჩაბარდა. ამის ნათელი მაგალითი კი საქართველოში 26 ოქტომბერს განვითარებული პროცესები იყო

მარშალ პრესი 01/11/2024
edisher gvenetadze

„უნდა დასრულდეს ვაშინგტონიდან ბრიუსელელი ევრობიუროკრატებისათვის დაკვეთილი და ამ უკანასკნელთა მიერ განხორციელების გზაზე მდგარი პატარა ქვეყნებისათვის თავსმოხვეული 21-ე საუკუნის მოდერნიზებული ზნეობრივ-მორალური კოლონიზაცია. რაც იმავდროულად განადგურებით ემუქრება უპირველესად სწორედ ევროპას და მის ასე ხმამაღლა გაცხადებული ღირებულებებს.“-წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში, რითაც ვიქტორ ორბანსა და ავსტრიის „თავისუფლების პარტიის“ ულტრამემარჯვენე ლიდერს, ჰერბერტ კიკლს შორის ხელმოწერილ ვენის დეკლარაციას გამოეხმაურა.

„ჭეშმარიტმა ევროპელმა პოლიტიკოსებმა. ნამდვილი ევროპული ღირებულებების დამცველმა ამ კაცებმა თქვეს ის, რაც უნდა თქმულიყო.

სახელდობრ ის, რომ უნდა დასრულდეს ვაშინგტონიდან ბრიუსელელი ევრობიუროკრატებისათვის დაკვეთილი და ამ უკანასკნელთა მიერ განხორციელების გზაზე მდგარი პატარა ქვეყნებისათვის თავსმოხვეული 21-ე საუკუნის მოდერნიზებული ზნეობრივ-მორალური კოლონიზაცია. რაც იმავდროულად განადგურებით ემუქრება უპირველესად სწორედ ევროპას და მის ასე ხმამაღლა გაცხადებულ ღირებულებებს.

უნდა დასრულდეს ის უკანონო მიგრაცია, რომელიც ევროპის ქვეყნებში ვაშინგტონ-ბრიუსელის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება და წალეკვით ემუქრება ევროპელი ხალხების ტრადიციას და კულტურას.

უნდა დასრულდეს ის საშინელი ომი, რომელიც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა გააჩაღა უკრაინაში და ცდილობს გაავრცელოს მთელ მსოფლიოში.
აგრეთვე ამ ადამიანებმა მათ მიერ ხელმოწერილ დეკლარაციაში შავით თეთრზე ჩაწერეს-“ქალი არის ქალი და კაცი არის კაცი”.

რა თქმა უნდა ჩვენში მყოფი ლიბერასტები და მეხუთე კოლონა ახლა ატეხენ ერთ ვაი-უშველებელს, სტვენას, მოთქმას, ლოყების ხოკვას. მაგრამ მათ მკაფიოდ უნდა გაიგონ, რომ ლიბერალური ფაშიზმის ფაზა დამთავრდა და ის წარსულს ჩაბარდა. ამის ნათელი მაგალითი კი იყო საქართველოში 26 ოქტომბერს განვითარებული პროცესები, რომელიც ყოველგვარი ეჭვის გარეშე ოქროს ასოებით ჩაიწერება კაცობრიობის ისტორიაში. როგორც ქართველი ხალხის მიერ პოლიტიკურ-სამართლებრივ-ზნეობრივი აქტი “ბოროტსა სძლია კეთილმან…”-წერს ედიშერ გვენეტაძე.

Post navigation

Previous: ხაზარაძე, გვარამია, ჯაფარიძე და სხვა ნარჩევი მოღალატეები ტელეეკრანებიდან გვმოძღვრავენ და ცესკოს თანამშრომლებზე ნადირობის ქრონიკებს აანონსებენ
Next: მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ წინა არჩევნებთან შედარებით, საჩივრების რაოდენობა შემცირებულია, ასევე არის ე.წ. შაბლონური საჩივრები, სადაც არათუ სიტყვები, წერტილ-მძიმეც კი არ არის შეცვლილი, რაც მიანიშნებს საჩივრების აბსურდულობა/ხელოვნურობაზე და საჩივართა ავტორების არასანდოობაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.