Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ოპოზიციას სტუდენტები მასიურად ტოვებენ. მიხვდნენ ახალგაზრდები, რომ მოატყუეს და იმედგაცრუებულნი მიდიან

მარშალ პრესი 01/11/2024
tamar chiburdanidze

„ამ ოპოზიციას მართლა უნდა ჩაუტარო განმეორებითი არჩევნები და ნახავენ, იმის ნახევარსაც ვერ აიღებენ, რაც ახლა აიღეს,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. ამით ის ეხმიანება ოპოზიციის გადაწყვეტილებას მომავალ სამოქმედო სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად ორშაბათს აქციაა დაგეგმილი, სადაც ეს გეგმა გაჟღერდება.

თამარ ჩიბურდანიძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია თავისი ქმედებებით იმ ამომრჩეველსაც დაკარგავს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, რომლებიც აქამდე უჭერდა მხარს.

„ოპოზიცია იმდენს იზამს, რომ საკუთარი ამომრჩევლები ქვების სროლას დაუწყებენ. ელვისებური ვარდნა აქვს მათ რეიტინგს სულ რამდენიმე დღეში. ჩვენ კი ველოდით ამას, მაგრამ ასეთ რეკორდულს, არა. სტუდენტები მათგან გარბიან. მიხვდნენ ბავშვები, რომ მოატყუეს. მიხვდნენ იმას, რომ ოპოზიციის ლიდერებს უცხოეთში ჰყავთ შვილები გადამალული და სხვისი შვილები შეიძლება საზარბაზნე ხორცად გაიმეტონ. და რაც მთავარია, ახალგაზრდები იმედგაცრუებულნი არიან.

ამ ოპოზიციას მართლა უნდა ჩაუტარო განმეორებითი არჩევნები და ნახავენ, იმის ნახევარსაც ვერ აიღებენ, რაც ახლა აიღეს. პოლიტიკაში ერთ ამოსუნთქვასაც ფასი აქვს. ამათ უკვე საკუთარი ამომრჩევლები ღრმად ამოასუნთქეს და ემოციისგან დაცლილი ხალხი რევოლუციისთვის აღარ გამოადგებათ. ამას კარგად ხვდებიან, თუმცა, სხვა გამოსავალი არა აქვთ.

ხელჩასაჭიდი არც გაყალბების ფაქტები აქვთ და არც მთლად დასავლეთის ორაზროვანი განცხადებები. მოკლედ, ჩვენ ველოდებით ორშაბათს, ოპოზიცია ელოდება დასავლეთს, დასავლეთი კი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებს და ამასობაში რევოლუციისთვის გამზადებული ხალხი სახლში მიდის. ორ კვირაში კი, საახალწლო ჟრიამული იწყება და “კუკარაჩას” არ იყოს, აღარავის ემახსოვრება ოპოზიციის სარევოლუციო გეგმა-გრაფიკი”, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: მის გამო, რომ ოპოზიციას არ აწყობს არჩევნებში მიღებული საკუთარი შედეგები, ისინი ღიად უპირისპირდებიან ცესკოს ადმინისტრაციას, თანამშრომლებს და ყველა იმ ადამიანს ვინც ამ პროცესში იყო ჩართული და მათ სახლებთან მისამართზე მისვლას აანონსებენ
Next: ხაზარაძე, გვარამია, ჯაფარიძე და სხვა ნარჩევი მოღალატეები ტელეეკრანებიდან გვმოძღვრავენ და ცესკოს თანამშრომლებზე ნადირობის ქრონიკებს აანონსებენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.