Skip to content
08/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არავინ არავის პირად ცხოვრებაში არ იჭრება, არასდროს ყოფილა ადამიანის უფლებები დაცული ისე, როგორც დღეს არის ჩვენს ქვეყანაში, „ოჯახური ღირებულებების დაცვის“ კანონში საუბარია მხოლოდ პროპაგანდის აკრძალვაზე

მარშალ პრესი 01/11/2024
irakli kobakhidze

ადამიანის უფლებები არის უმაღლეს დონეზე დაცული ჩვენს ქვეყანაში, არავინ არავის პირად ცხოვრებაში არ იჭრება და ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებთ იმას, რომ არავის განსასჯელი არ არის არავის პირადი ცხოვრება, არც ცხოვრების წესი და ა.შ. არასდროს არ ყოფილა ადამიანის უფლებები დაცული ისე, როგორც არის დღეს ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

პრემიერის თქმით, „ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი“ ეხება მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდის შეზღუდვას.

„ამ კანონში ერთადერთი საუბარია პროპაგანდის აკრძალვაზე, მეტი არაფერზე. როცა ვიღაც ამბობს, რომ ეს კანონი არ არის კარგი, მაშინ უნდა დაასაბუთოს, რა არ მოსწონთ ამ კანონში. ერთადერთ რამეზეა საუბარი, პირდაპირ წერია ეს, რაც ასე აღარ არის სხვათაშორის ბევრ ქვეყანაში. ხშირად საუბრობენ ხოლმე დაცინვით და ირონიით ამ საკითხზე, დედა დედაა, მამა მამაა და თითქოს ეს ისევ ჩვეულებრივი მოვლენაა. სტრასბურგის პრაქტიკა არსებობს საკმაოდ პრობლემური ამასთან დაკავშირებით, ევროპაში არის ის ტენდენცია, რომ დედას დედა შეიძლება აღარ ერქვას და მამას მამა შეიძლება აღარ ერქვას.

კონკრეტულ სახელმწიფოებში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებია განხორციელებული ამასთან დაკავშირებით. ამ კანონში წერია ერთადერთი რამ, რომ არ გვინდა ეს პროპაგანდა, დედას ერქვას დედა, მამას ერქვას მამა და თურმე, ეს კანონი არ ვარგა. დაგვისაბუთონ მაშინ, რატომ არ ვარგა ეს კანონი“, –  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Continue Reading

Previous: ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა თავის სიტყვაში მინიშნებები, რომ რაც უფრო მაღალი იქნებოდა ქართველი ხალხის მხარდაჭერა, მით უფრო მშვიდი იქნებოდა ნოემბერი-დეკემბერი, ასეც ხდება, ჩვენ მივიღეთ 1 120 000 ხმა, ოპოზიციას არავითარი რესურსი არ აქვს
Next: ყველა პარამეტრით ათი თავით მაღლა ვართ ყველა კანდიდატ ქვეყანაზე, მაგრამ ფორმალურად ვართ ნახევარი ნაბიჯით უკან – უსამართლობაა, თუმცა მომავალი წლიდან ურთიერთობები გადაიტვირთება და სამართლიანობაც სრულად აღდგება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025