Skip to content
07/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გვაქვს რესურსი, უმარტივესი ზომები დავუპირისპიროთ ოპოზიციის საბოტაჟის ნებისმიერ მცდელობას, თუ ვერ მიხვდებიან „ტოპტვინები“, არიან გარე „ტოპტვინები“, რომლებიც რჩევას მისცემენ და ისინი ბევრად უფრო მალე შევლენ პარლამენტში, ვიდრე ეს შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს

მარშალ პრესი 01/11/2024
irakli kobakhidze5

ოპოზიცია პარლამენტში შევა, თუ არა, ეს არის მათი გადასაწყვეტი, ინტერესი დაკარგა ამ თემამ, იმას ვეღარ გაიმეორებენ, რაც მოხდა 4 წლის წინ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლებას აქვს ყველანაირი რესურსი იმისთვის, რომ უმარტივესი ზომები დაუპირისპიროს ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟის ნებისმიერ მცდელობას.

„როცა 4 წლის წინ ჩვენ მოლაპარაკებები დავიწყეთ, პოლიტიკურ შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ და კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გავედით, მაშინვე ვთქვით, რომ ეს ყველაფერი არავითარ შემთხვევაში აღარ განმეორდებოდა და ეს ძალიან კარგად იციან ოპოზიციის წარმომადგენლებმაც. ამიტომ შემოვლენ, თუ არ შემოვლენ პარლამენტში, მათი გადასაწყვეტია. ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ უმარტივესი ზომები დავუპირისპიროთ მათი მხრიდან საბოტაჟის ნებისმიერ მცდელობას.

მათ შორის, კონსტიტუცია, პარლამენტის რეგლამენტი გვანიჭებს ათასგვარ ინსტრუმენტს იმისთვის, რომ არავითარი ფასი არ ჰქონდეს მათ საბოტაჟს. შესაბამისად, მე მგონია, თვითონ თუ ვერ მიხვდებიან „ტოპტვინები“ ამ ყველაფერს, არიან გარე „ტოპტვინები“, რომლებიც ალბათ რჩევას მისცემენ ამასთან დაკავშირებით. მე არ მგონია, რომ მათ დიდხანს სცადონ საბოტაჟის წარმოება, რადგან ნულოვანი რესურსი აქვთ ამისთვის და რჩევებსაც მიიღებენ შესაბამისს. ამიტომ მგონია, რომ, საბოლოო ჯამში, ისინი ბევრად უფრო მალე შევლენ პარლამენტში, ვიდრე ეს შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს,“- განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ვაპირებთ საარჩევნო პროგრამის შესაბამისად ბიუჯეტის გადახედვას და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც განიხილავს პარლამენტი, იქნება 2025 წლის ბიუჯეტი
Next: ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა თავის სიტყვაში მინიშნებები, რომ რაც უფრო მაღალი იქნებოდა ქართველი ხალხის მხარდაჭერა, მით უფრო მშვიდი იქნებოდა ნოემბერი-დეკემბერი, ასეც ხდება, ჩვენ მივიღეთ 1 120 000 ხმა, ოპოზიციას არავითარი რესურსი არ აქვს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.