Skip to content
28/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არჩევნების ლეგიტიმურობა აღიარებულ იქნა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, ეუთო/ოდირის დასკვნის საერთო შინაარსი არის პოზიტიური

მარშალ პრესი 01/11/2024
irakli

ეუთო/ოდირის ბოლოდროინდელი პრაქტიკა არის ასეთი, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სხვა ქვეყნების ანგარიშები, „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების“ ტერმინოლოგიას საერთოდ აღარ იყენებს, რადგან ხშირად ხდება ხოლმე ეს ტერმინოლოგია სპეკულაციის საგანი, ამიტომ ერიდება ეუთო/ოდირი ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ ფრაზის გამოყენებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ახლა პირიქით მოხდა და ამ ტერმინოლოგიის არგამოყენება გახდა სპეკულაციის საგანი, თუმცა მთავარი არის ის, რომ ეუთო/ოდირის დასკვნის საერთო შინაარსი არის პოზიტიური და საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნების ლეგიტიმურობა აღიარეს.

„მთავარი არის საერთო შინაარსი ეუთო/ოდირის დასკვნის და საერთო შინაარსი არის პოზიტიური. როდესაც პრესკონფერენცია ჩატარდა არჩევნების ლეგიტიმურობაზე პირდაპირ საუბრობდნენ პრესკონფერენციის მონაწილეები, თან არა მარტო ეუთო/ოდირი. ისინი პირდაპირ საუბრობდნენ არჩეულ ხელისუფლებაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა აღიარებულ იქნა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ და არავის გაუპროტესტებია იმ პრესკონფერენციის დროს ეს განცხადებები. ანუ, იქ მოხდა რეალურად ყველა სადამკვირვებლო მისიის მიერ არჩევნების ლეგიტიმაციის აღიარება, რაც არ მოეწონათ.

მე ვაკვირდებოდი სხვადასხვა ტელევიზიის მხრიდან ამის გაშუქებას, ოპოზიციურმა არხებმა შუაში გაწყვიტეს ამ პრესკონფერენციის გაშუქება, იმიტომ რომ უკმაყოფილოები დარჩნენ იმ განცხადებებით, რაც გააკეთეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა. ასევე, გახსოვთ ოპოზიციის წარმომადგენლების უხეში თავდასხმა, განსაკუთრებით, ეუთო/ოდირზე, ისინი პირდაპირ აცხადებდნენ, რომ ეუთო/ოდირის დასკვნას მათთვის არავითარი ფასი არ ჰქონდა. მანამდე ჩვენ გვიმტკიცებდნენ, რომ რასაც ევროპიდან გავიგებდით, ყველაფერი უნდა მიგვეღო, როგორც ბიბლია. ახლა ისინი დაუპირისპირდნენ ეუთო/ოდირს, ეს არის ორმაგი სტანდარტი,“- განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: მთლიანობაში ეუთო/ოდირის დასკვნა არის დადებითი, რაც შეეხება კრიტიკულ ნაწილს – ანგარიშში მოცემულია ზოგადი ფრაზები
Next: ადამიანები, რომლებიც ბიბლიად განიხილავენ ნებისმიერ ევროპულ და ამერიკულ განცხადებას, არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, პირდაპირ მოუწოდეს სალომე ზურაბიშვილს, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, თუმცა ახლა მათთვის არაფერს არ ნიშნავს არც ბაიდენის და არც ბორელის განცხადებები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.