Skip to content
28/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ანუ, ორ კანონს თუ გავაუქმებთ, არჩევნები სამართლიანი და ლეგიტიმური გახდება?!

მარშალ პრესი 31/10/2024
zurab kadagidze

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ევროკავშირის წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას: „გთავაზობთ მკაფიო გზას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ხელახალი ჩართულობისთვის – გაუქმდეს უცხოური გავლენის შესახებ კანონი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციაზე უარყოფითი ეფექტი აქვს, ასევე კანონი ე.წ. ოჯახური ღირებულებების შესახებ“, სოციალურ ქსელში ეხმაურება. ქადაგიძის თქმით, ამ განცხადებით ჩანს, რომ პრობლემა არა არჩევნებში, არამედ იმაშია, რომ კონკრეტულ ძალებს უცხოური გავლენის შესახებ კანონი და კანონი ოჯახური ღირებულებების შესახებ არ მოსწონთ.

„ძალიან მარტივად – ანუ, ეგ ორი კანონი რომ არ იყოს, მაშინ არჩევნებს აღიარებდა ევროკავშირი, ანუ, სამართლიანი და ლეგიტიმური გახდებოდა ის უსამართლო, მოსყიდული და ბუნდოვანებით მოცული საარჩევნო გარემო, რასაც თუთიყუშებივით ამეორებინებთ თქვენ ქართველ ხელქვეითებს?! რა ვიცი, მეტად როგორ უნდა დაგასაქმონ თავზე პატრონებმა?! მეგონა, მთელი ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსვლაზე და უსამართლო არჩევნებზე იბრძოდით, აპროტესტებდით და თურმე, ისე დაგახურდავებენ თქვენივე პატრონები საკუთარ ინტერესებზე, რომ ხვალვე წაგაღებინებენ უკან პროტესტს, თუკი გააუქმებს „ქართული ოცნება“ გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების კანონს. თუმცა, რა გასაკვირია – აგენტს რა დავალებასაც მისცემენ, იმას იზამს და რომელი ხართ ოპოზიციიდან წინააღმდეგობის გამწევი?!“ – წერს ქადაგიძე.

Post navigation

Previous: ჩვენ აღშფოთებული შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ამ მოვლენებს და ვგმობთ „დასავლური ფასეულობების” ამ მახინჯ გამოვლინებას
Next: გვარამიას პარტიას 890 000-ზე მეტი ხმით მოვუგეთ – ირაკლი კობახიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.