Skip to content
16/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მეთიუ მილერი იმედოვნებს, რომ სალომე ზურაბიშვილი მის ხელთ არსებული მტკიცებულებებს გამოძიებას გაუზიარებს

მარშალ პრესი 30/10/2024
metiu mileri

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი იმედოვნებს, რომ სალომე ზურაბიშვილი მის ხელთ არსებული მტკიცებულებებს გამოძიებას გაუზიარებს.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მეთიუ მილერს ჟურნალისტმა, ალექს რაუფოღლუმ დაუსვა კითხვა: „როგორც ჩანს, დაიწყეს გამოძიება და დაიბარეს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს შედეგებს“, რაზეც მილერმა განაცხადა, რომ „ამის შესახებ თავად პრეზიდენტმა უნდა ისაუბროს“.

„მე როგორც მესმის, მას აქვს ინფორმაცია დარღვევებთან დაკავშირებით. ასე რომ, იმედია, შეუძლია, მიაწოდოს ეს ინფორმაცია, რომელიც შესაბამისი იქნება ნებისმიერი გამოძიებისთვის, იქნება ეს საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული, თუ ვინმე სხვის მიერ“, – განაცხადა მილერმა.

ცესკოს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული განცხადებების გამო სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. თუმცა მან თქვა, რომ პროკურატურაში არ მივა და საგამოძებო ორგანომ თავად უნდა მოიძიოს მტკიცებულებები.

Continue Reading

Previous: არჩევნები წარიმართა უპრეცენდენტო გარე ჩარევის ფონზე, ახლა კონკრეტულ ძალებს სჭირდებათ გადაწყობა ახალ რეალობაზე და ეს აუცილებლად მოხდება
Next: ჩვენ აღშფოთებული შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ამ მოვლენებს და ვგმობთ „დასავლური ფასეულობების” ამ მახინჯ გამოვლინებას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025