Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეუთო/ოდირს რისი თქმაც უნდოდა, გასაგებად თქვა, რომ ქართველ ხალხს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. “ქართული ოცნების” 54% და 1 119 908 ამომრჩევლის ხმა საკმაოზე მეტად მკაფიო და მჭექარეა, რომ ვინმემ მისი წაყრუება სცადოს

მარშალ პრესი 30/10/2024
shalva papuashvili

ეუთო/ოდირს რისი თქმაც უნდოდა, გასაგებად თქვა, რომ ქართველ ხალხს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. ყველამ, შინ და გარეთ, პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს. “ქართული ოცნების” 54% და 1 119 908 ამომრჩევლის ხმა საკმაოზე მეტად მკაფიო და მჭექარეა, რომ ვინმემ მისი წაყრუება სცადოს, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც მან აღნიშნა, დეზინფორმაციაა, თითქოს ეუთო/ოდირმა არჩევნები სიტყვებით “თავისუფალი და სამართლიანი” უნდა შეაფასოს, იმისთვის, რომ ის შემდგარად ჩაითვალოს. მისივე თქმით, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრისას ამ მოსალოდნელ დეზინფორმაციაზეც ჰქონდა მას საუბარი და მიიღო მკაფიო დასტური, რომ ეს არ არის ტერმინი, რომელსაც ეუთო/ოდირი თავის ანგარიშში იყენებს.

„დეზინფორმაციაა, თითქოს ეუთო/ოდირმა არჩევნები სიტყვებით “თავისუფალი და სამართლიანი” უნდა შეაფასოს, იმისთვის, რომ ის შემდგარად ჩაითვალოს.
სხვათა შორის, ამ დეზინფორმაციას 2020 წელს ოპოზიცია ავრცელებდა, თუმცა ბოლოს მათაც მოუწიათ უარყოფა.

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიასთან ჩემი შეხვედრისას ამ მოსალოდნელ დეზინფორმაციაზეც მქონდა საუბარი და მივიღე მკაფიო დასტური, რომ ეს არ არის ტერმინი, რომელსაც ეუთო/ოდირი თავის ანგარიშში იყენებს.
ამიტომ არის, რომ არც აშშ-ის, არც საფრანგეთის, არც პოლონეთის, არც ბელგიის და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც მოლდოვის არჩევნები მას “თავისუფალ და სამართლიან” არჩევნებად არ შეუფასებია.

ეუთო/ოდირს რისი თქმაც უნდოდა, გასაგებად თქვა, რომ ქართველ ხალხს ჰყავს არჩეული ხელისუფლება.

ყველამ, შინ და გარეთ, პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს.
“ქართული ოცნების” 54% და 1 119 908 ამომრჩევლის ხმა საკმაოზე მეტად მკაფიო და მჭექარეა, რომ ვინმემ მისი წაყრუება სცადოს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

Continue Reading

Previous: ცესკო კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით გავრცელებულ სხვადასხვა ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს
Next: იმ გამოწვევების მიუხედავად, რასთან გამკლავება საქართველოს ხელისუფლებას უწევდა მიმდინარე წლის განმავლობაში, ის წინსვლა, რაც ევროკომისიის ანგარიშში არის დაფიქსირებული მისასალმებელი და დასაფასებელია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025