Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“ედისონ რისერჩი” საქართველოში არა ნამდვილი რეიტინგის დადგენას მოემსახურა, არამედ მანიპულაციებს, რათა ოპოზიციისთვის საბაბი მიეცა არჩევნების გაყალბებულად გამოცხადებისთვის – საზოგადოება “ქართული”

მარშალ პრესი 30/10/2024
sazogadoeba qartuli

„საზოგადოება ქართული“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ეგზიტპოლების შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის აღნიშნულია, რომ Edison Research-ის კვლევებში მმართველი პარტიის რეიტინგი ყოველთვის 10-14% ნაკლები იყო ცესკოს საბოლოო შედეგებზე, შესაბამისად „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ გაყალბება არ უნდა გაგვიკვირდეს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სიყალბეზე „მოზეიმე“ ოპოზიცია დღემდე ვერ გამოვიდა შოკიდან, რომელიც ცესკოს რეალური შედეგების გამოცხადებიდან მიიღეს.

„Edison Research-ისგან ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ 12,1 %-ით გაყალბება არ გაგვკვირვებია. ყველა წინა წლების სტატისტიკა დოკუმენტურად ადასტურებს, რომ ამ კომპანიის კვლევებში მმართველი პარტიის რეიტინგი ყოველთვის 10-14% ნაკლები იყო ცესკოს საბოლოო შედეგებზე. ამ შემთხვევაშიც, ეს კომპანია საქართველოში არა ნამდვილი რეიტინგის დადგენას მოემსახურა, არამედ მანიპულაციებს, რათა ოპოზიციისთვის საბაბი მიეცა არჩევნების გაყალბებულად გამოცხადებისთვის.

სინამდვილეში კი პირიქით გამოუვიდა, სიყალბეზე „მოზეიმე“ ოპოზიცია დღემდე ვერ გამოვიდა შოკიდან, რომელიც ცესკოს რეალური შედეგების გამოცხადებიდან მიიღეს.
რა თქმა უნდა, უცხოელი პატრონების ორმაგი და სამმაგი სტანდარტების გამო, ოპოზიცია, ე.წ. არასამთავრობოები და სალომე ზურაბიშვილი საერთოდ არ გრძნობენ უხერხულობას ორ მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც ვერ გათვალეს „მაკკეინის ინსტიტუტის“ კურატორებმა. კერძოდ, ცესკოს მონაცემებს დაემთხვა არა მხოლოდ „გორბის“ ეგზიტპოლი, არამედ, და, რაც მთავარია – იმ #ISFED-ის პარალელური ხმების დათვლის შედეგი (მათივე აღიარებით), რომელმაც 2020 წლის არჩევნებისას PVT გააყალბა“-წერია განცხადებაში.

Post navigation

Previous: თუ ზურაბიშვილი ნებისმიერი მიზეზით უარს განაცხადებს, ეს არის იმის დადასტურება, რომ ეს ქალბატონი კიდევ ერთხელ ურცხვად და უსინდისოდ იტყუება ქართველი თუ უცხოელი საზოგადოების წინაშე
Next: ყველა ყალბისმქნელს რადიკალური ოპოზიციიდან, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, მოუწევთ პასუხისგება მათ მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციებზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.