Skip to content
22/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუ სალომე ზურაბიშვილი დემოკრატიის მხარეზეა, წარმოადგინოს მტკიცებულებები “გაყალბებაზე”, სამართალდამცველთა ეს ოპერატიული რეაგირება შეესაბამება დასავლელ პოლიტიკოსთა მოწოდებებსაც, რომ ჩატარდეს მყისიერი გამოძიება არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე

მარშალ პრესი 30/10/2024
gia abashidze

ბოროტი განცხადებები არავის შერჩება – თუ სალომე ზურაბიშვილი დემოკრატიის მხარეზეა, წარმოადგინოს მტკიცებულებები “გაყალბებაზე”, სხვაგვარად ის ცილისმწამებელი ანტისახელმწიფოებრივი ელემენტია, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, პროკურატურის მიერ არჩევნების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვაზე დაბარებას.

მისი განცხადებით, საგამოძიებო უწყების ეს ოპერატიული ქმედება შეესაბამება დასავლელ პოლიტიკოსთა მოწოდებებსაც, რომ ჩატარდეს მყისიერი გამოძიება არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე.

“ბოროტი განცხადებები არავის შერჩება – თუ სალომე ზურაბიშვილი დემოკრატიის მხარეზეა, წარმოადგინოს მტკიცებულებები “გაყალბებაზე”, სხვაგვარად ის ცილისმწამებელი ანტისახელმწიფოებრივი ელემენტია.

რასაკვირველია, სამართალდამცველთა ეს ოპერატიული რეაგირება შეესაბამება დასავლელ პოლიტიკოსთა მოწოდებებსაც, რომ ჩატარდეს მყისიერი გამოძიება არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე.

საქართველოს პროკურატურამ ცესკოს მომართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ცესკო-ს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, რის გამოც, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტი, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში.

საქართველოს პროკურატურა ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკო-ს მომართვაში მითითებული, ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული ფაქტების შესწავლის მიზნით.” – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: საქართველომ ასევე მიაღწია პროგრესს იმ 9 ნაბიჯის განხორციელებაში, რომელიც დადგენილია ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების შესახებ ანგარიშში – რიკარდ იოზვიაკი
Next: თუ ზურაბიშვილი ნებისმიერი მიზეზით უარს განაცხადებს, ეს არის იმის დადასტურება, რომ ეს ქალბატონი კიდევ ერთხელ ურცხვად და უსინდისოდ იტყუება ქართველი თუ უცხოელი საზოგადოების წინაშე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.