Skip to content
23/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნინო თანდილაშვილი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, ჯენი ოლსონს შეხვდა

მარშალ პრესი 05/06/2022
თანდილაშვილი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს განვითარების თანამშრომლობის საკითხებში, ჯენი ოლსონს შეხვდა. შვედეთის სამეფოს დედაქალაქ სტოკჰოლმში მიმდინარე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის „სტოკჰოლმი+50” ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ნინო თანდილაშვილმა ჯენი ოლსონს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია და ყურადღება ევროინტეგრაციის პროცესზე გაამახვილა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე და უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ელოდება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ მიმართულებებს, მათ შორის, აგროსასურსათო პროდუქციის წარმოებას და საექსპორტო პოტენციალს.

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა განვითარების თანამშრომლობის საკითხებში, ჯენი ოლსონმა ნინო თანდილაშვილს შვედეთის მთავრობის მხარდაჭერა დაუდასტურა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მხარეებს შორის გამართულ შეხვედრას შვედეთის სამეფოში საქართველოს ელჩის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ესწრებოდა.

Continue Reading

Previous: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტზე დაიწყო მუშაობა
Next: შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ცენტრი გაიხსნა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025