Skip to content
15/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სამწუხაროა, როცა ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობოები და პრეზიდენტი „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში გაწერილი სცენარის მიხედვით გარედან იმართებიან

მარშალ პრესი 30/10/2024
sazogadoeba qartuli

„სამწუხაროა, როცა ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობოები და პრეზიდენტი „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში გაწერილი სცენარის მიხედვით გარედან იმართებიან.“-ამის შესახებ “საზოგადოება ქართული”-ს განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში გაწერილი სცენარის მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, წარიმართა ოპოზიციური სპექტრისა და არასამთავრობოების ორკესტრირებული და გარედან მართული საპროტესტო კამპანია არჩევნების ცნობის წინააღმდეგ.

„2024 წლის 24 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში ჩვენმა საზოგადოებამ ყურადღება გაამახვილა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გარედან ზღვარგადასული ჩარევის საფრთხეზე და მისგან გამომდინარე ყველა ნეგატიურ შედეგზე. მაგალითად მოყვანილი იყო „მაკკეინის ინსტიტუტის“ 20 სექტემბრის ანგარიში, რომელშიც იკითხებოდა ხელისუფლების შეცვლის უცხოეთიდან თავსმოხვეული სცენარი.

სამწუხაროდ, ჩვენი პროგნოზი ახდა. ზუსტად, „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში გაწერილი სცენარის მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, წარიმართა ოპოზიციური სპექტრისა და არასამთავრობოების ორკესტრირებული და გარედან მართული საპროტესტო კამპანია არჩევნების ცნობის წინააღმდეგ. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამერიკული ორგანიზაციის დოკუმენტში ეწერა: „პარალელური ხმების დათვლის (PVT) და ეგზიტპოლების შედეგები ასევე კრიტიკული იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური არჩევნების შედეგების დამოწმებისთვის“.

ანუ, თუ ეკა გიგაური-ნინო ლომჯარიას მიერ კონტროლირებადი „არასამთავრობოების“ დათვლის შედეგი და კეზერაშვილ-გვარამიას ტელევიზიების ეგზიტპოლები არ დაემთხვეოდა ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს, არჩევნები წინასწარ არალეგიტიმურად ცხადდებოდა. მართლაც, „ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ, ოპოზიციამ ჯერ „გამარჯვება“ იზეიმა, ცესკოს შედეგების გამოქვეყნებისთანავე კი, უაპელაციოდ და უარგუმენტოდ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა“-აღნიშნულია განცხადებაში.

Post navigation

Previous: ველით, რამდენად დემოკრატიულად ჩატარდება არჩევნები ამერიკაში. ტრამპი უკვე გაყალბების ფაქტებს აქვეყნებს
Next: საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკანონიერ პრეზიდენტად ცნობილი სალომე, რომელიც ყოველ წუთს და წამს იძახის არჩევნები გაყალბდა რუსულადო, დაიბარეს გამოკითხვაზე პროკურატურაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.