ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით ბადრი ესებუა საქართველოშია და ყველაზე მეტად მისი დაკავება შსს-ს უნდა – ვახტანგ გომელაური

345
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ეს სახუმარო თემა ნამდვილად არ არის, ამდენი ადამიანი მძევლად ჰყავდა აყვანილი, – ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ესებუაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შსს ინფორმაციით, ბადრი ესებუა საქართველოში იმყოფება.

„ყველაზე ძალიან ვისაც ამ ადამიანის დაკავება უნდა, ეს შს სამინისტროა. რატომ ჰგონია ხალხს რომ ჩვენ არ გვინდა, ან ხელს ვუწყობთ და ვმალავთ, არ ვიცი. ვმუშაობთ ამ თემაზე. ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით, საქართველოში იმყოფება, მას საქართველო არ დაუტოვებია. იმედია, სწორი ინფორმაციაა და ამ წყაროს ვეყრდნობით“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება