Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ქართველი ხალხის ნებას ვერავინ შეაჩერებს. ამ 12 წლის განმავლობაში, რაც „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, არ ყოფილა არცერთი ომი, ამას ხედავს ყველა ჩვენი მოქალაქე და იმიტომაც არის ეს კარგი შედეგი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დადო

მარშალ პრესი 28/10/2024
nikoloz metreveli

„როდესაც ქართველი ხალხის ნება არის ურყევი, ვერავინ შეაჩერებს, ამის დასტურია 2012 წელი, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ურთულეს გარემოში მაინც შეძლო ხელისუფლების ცვლილება“- განაცხადა ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა „კვირას“ პრესკლუბში.

ნიკოლოზ მეტრეველის განცხადებით, ასეთი ოპოზიციის პირობებში „ქართული ოცნება“ გამარჯვებისთვისაა განწირული და არავის უნდა უკვირდეს, თუნდაც ქვეყნის გარეთ, რომ „ქართული ოცნება“ იმარჯვებს.

„ამ ოპოზიციის პირობებში „ქართული ოცნება“ განწირულია გამარჯვებისთვის იმიტომ, რომ ეს ხალხი ვერასდროს დაამარცხებს „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს. როგორ უნდა მოუგოს მამუკა ხაზარაძემ, რომელიც მილიარდ ნახევარ დოლარს სთხოვდა საკუთარ ქვეყანას, ასეთ ადამიანს ვინ მისცემს ხმას. ან ვინ მისცემდა ბევრ ხმას მოღალატე გახარიას, „ნაციონალური მოძრაობის“ ორ განშტოებაზე საერთოდ საუბარი არ არის და ასეთ ფონზე ვის უნდა გაუკვირდეს, თუნდაც ქვეყნის გარეთ, რომ „ქართული ოცნება“ იმარჯვებს.

იმ პარამეტრებს აღარ ჩამოვთვლი, რაც „ქართული ოცნების“ პერიოდში გაკეთდა: უმუშევრობის ორჯერ შემცირება, ეკონომიკური ზრდა და რაც მთავარია, სიმშვიდე. ამ 12 წლის განმავლობაში, რაც „ქართული ოცნებაა“ [ხელისუფლებაში] არ ყოფილა არცერთი ომი და საქართველოს არ დაუკარგავს ტერიტორიები. ამას ხედავს ყველა ჩვენი მოქალაქე და იმიტომაც არის ეს ძალიან კარგი შედეგი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დადო“-განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.

Post navigation

Previous: საქართველოში შედგა არჩევნები, რომლის ვერ აღიარება ყველაზე ანტაგონისტურად, სუბიექტურად თუ რაც გნებავთ დავარქვათ, განწყობილმა ძალებმაც ვერ შეძლეს
Next: „მოსალოდნელი პროტესტი „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაშიც“ – ოპოზიციის მოქმედების სცენარი მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში იკითხებოდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.