Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვიღაცამ თავი შეიწუხა და დეზინფორმაციული ქარდი ააწყო. ადამიანებმა ელემენტარულად რომ არ იციან, რომ მოსახლეობასა და მოქალაქეებს შორის სხვაობა არის, თანაც თავად საუბრობენ უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებზე

მარშალ პრესი 28/10/2024
550

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გავრცელებულ ქარდთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლითაც მისი თქმით, მის შემქმნელებს საზოგადოება დეზინფორმაციაში შეჰყავთ.

„ვიღაცამ თავი შეიწუხა და დეზინფორმაციული ქარდი ააწყო. ამ დონეზეა ეს დეზინფორმაციული კამპანია აწეული ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით. ადამიანებმა ელემენტარულად რომ არ იციან, რომ მოსახლეობასა და მოქალაქეებს შორის სხვაობა არის, თანაც თავად საუბრობენ უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებზე. მოსახლეობაში რომ იგულისხმება ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და მოქალაქეებში იგულისხმება როგორც საქართველოში მცხოვრები, ისე ქვეყნის გარეთ მყოფი ადამიანები, მარტივი უცოდინარობა იქნებოდა წესით, თუმცა სადაც ადამიანები ამ ქარდისთვის იწუხებენ თავს და რაღაც არითმეტიკას მიმართავენ, დიდი ალბათობით ძალიან კარგადაც იცოდნენ რა ხდება, უბრალოდ ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას. ამაზე იყო გუშინ განმარტებები და იუსტიციის სამინისტრო დამატებით განმარტებებსაც გააკეთებს, თუ საჭირო იქნება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: მოვითხოვთ, რომ ISFED-მა სრულად გაასაჯაროოს პარალელური დათვლის შედეგები
Next: ენტონი ბლინკენს ავიწყდება, რომ სწორედ მსგავსმა განცხადებებმა მიაღებინა მილიონზე მეტ გაბრაზებულ ქართველს ეს გადაწყვეტილება. მოუწევს ამერიკას ჩვენი ხალხის არჩევანის აღიარება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.