IMG.GE ___________________________________ IMG.GE

კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში ახალშობილი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ცნობილია, 30 წლამდე ქალმა ახალშობილი საპირფარეშოში დატოვა.

არსებული ინფორმაციით, ქალმა სახლში 2 ივლისს იმშობიარა და მას შემდეგ, რაც მას მშობიარობის შედეგად სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ექიმებმა სამართალდამცველებს შეატყობინეს.

ბავშვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული, შესაბამისი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა ქალსაც. მას ერთი შვილი ჰყავს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება