Skip to content
22/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არჩევნების შედეგების არცნობა ან არცნობისკენ მოწოდება-წაქეზება, საიდანაც და ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, ნიშნავს კონსტიტუციის ფარგლებიდან გასვლას და სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდებას და თუ ასეთი მოხდება, შესაბამისმა ორგანოებმა მეყსეულად უნდა მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები

მარშალ პრესი 27/10/2024
vasil maglaperidze

„პირველი არხის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საქართველოში ჩატარდა არჩევნები, რომელიც სამაგალითოა მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის და საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან, კონსტიტუციის ფარგლებში დარჩნენ და პატივი სცენ ერთმანეთის არჩევანს.

როგორც მან აღნიშნა, არჩევნების შედეგების არცნობა ან არცნობისკენ მოწოდება-წაქეზება, საიდანაც და ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, ნიშნავს კონსტიტუციის ფარგლებიდან გასვლას და სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდებას და თუ ასეთი მოხდება, შესაბამისმა ორგანოებმა მეყსეულად უნდა მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები.

„1. საქართველოში ჩატარდა არჩევნები, რომელიც სამაგალითოა მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის.

2. მიუხედავად ქვეყნის გარედან და შიგნიდან წინასწარ გამოთქმული ძალიან არაკორექტული ვარაუდებისა, საქართველომ აჩვენა, რომ აქვს მყარი საარჩევნო სისტემა, რომელიც გაყალბებას არ ექვემდებარება.

3. საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებდნენ, რომ არჩევნები მიმდინარეობდა მშვიდ და სამართლიან გარემოში.

4. პარლამენტის შედეგები გამოაცხადა საქართველოს ცესკომ, ერთადერთმა ორგანომ ვისაც ამისი უფლება აქვს.

5. არჩევნების შედეგები სავალდებულო ფაქტად უნდა მიიღოს ყველამ როგორც შიგნით, ისე – გარეთ, ვინც საქართველოს კონსტიტუციას ცნობს და საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს.

6. ვინც ამ შედეგებს არ ეთანხმება, შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოში და მხოლოდ სასამართლოში.

7. საქართველოს მოსახლეობამ, კონსტიტუციაზე დაყრდნობით, გამოხატა თავისი ნება და არჩევნების მეშვეობით პარლამენტში შეიყვანა ხუთი პოლიტიკური პარტია, რომლებიც, ასევე, კონსტიტუციიდან გამომდინარე არიან შექმნილები. ქვეყანა გადავიდა პროცედურული დემოკრატიის ფაზაში.

8. არჩევნების შედეგების არცნობა ან არცნობისკენ მოწოდება-წაქეზება, საიდანაც და ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, ნიშნავს კონსტიტუციის ფარგლებიდან გასვლას და სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდებას და თუ ასეთი მოხდება, შესაბამისმა ორგანოებმა მეყსეულად უნდა მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები.

9. საქართველოში ჩატარდა არჩევნები და საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი ვართ, კონსტიტუციის ფარგლებში დავრჩეთ და პატივი ვცეთ ერთმანეთის არჩევანს“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე.

Continue Reading

Previous: სამართალდამცავებს განსაკუთრებული მადლობა იმისათვის, რომ უზრუნველყოფდნენ მშვიდ გარემოს და ზრუნავდნენ რისკების პრევენციაზე
Next: ამერიკულმა კომპანიამ “Pro V&V”-მ ცესკო-ს შესაბამისობის აუდიტის პირველი ორი ფაზის შედეგები გადასცა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025