Skip to content
18/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

,,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (IUSY) მსოფლიო საბჭოში იღებს მონაწილეობას

მარშალ პრესი 04/06/2022
კო

IUSY მსოფლიოს უმსხვილესი ახალგაზრდული პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელიც 1907 წელს დაარსდა და მასში 200-მდე ორგანიზაციაა წარმოდგენილი.

საქართველომ 2019 წელს ორგანიზაციის პრეზიდიუმსა და შავი ზღვის კომიტეტს პირველად უმასპინძლა. ასევე, 2021 წელს პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით მშვიდობის კომიტეტი შეიქმნა.

საბჭო, პანდემიის დაწყების შემდეგ, წელს, პირველად იმართება და მას ალბანეთის დედაქალაქი ტირანა მასპინძლობს, რომელსაც 2022 წელს ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქის სტატუსი აქვს.

ღონისძიება მიზნად ისახავს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრად განვითარებას, პანდემიის პერიოდში ახალგაზრდებისთვის შექმნილი დაბრკოლებების გაანალიზებას და სოციალ-დემოკრატიულ ღირებულებების განვითარებას.

სიტყვით გამოსვლის დროს გიორგი ჩაკვეტაძემ ყურადღება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე გაამახვილა. ასევე, საქართველოში ახალგაზრდების განათლებასა და დასაქმების პროგრამებზე ისაუბრა.

ღონისძიებებში მონაწილეობას ევროპარლამენტის და გაეროს წარმომადგენლები იღებენ.

Continue Reading

Previous: ემანუელ მაკრონი: პუტინის “შეცდომის” მიუხედავად , რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული.
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ ილია ელოშვილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025