Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პოლიტიკური პარტიები და „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლები უკვე მესამედ წავიდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ

მარშალ პრესი 27/10/2024
mamuka mdinaradze

პოლიტიკური პარტიები და „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლები უკვე მესამედ წავიდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციის გადაწყვეტილებას ცესკოს შედეგების არ აღიარებაზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე.

„მათ უნდა იცოდნენ, რომ ისინი მიდიან საქართველოში, საკუთარ სამშობლოში კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ. ასევე მინდა გამოვეხმაურო იმ განცხადებას, რომლითაც პოლიტიკური პარტიები ამბობენ, რომ ჩვენ გვქონდა რაღაც კომპლექსური სქემა. მე მინდა ვაღიარო, რომ დიახ, ჩვენ გვაქვს კომპლექსური სქემა და მას ჰქვია საკუთარი სამშობლოს სიყვარული, საკუთარი სამშობლოსა და ხალხის მსახურება და დემოკრატია. ამ სქემის მიხედვით იგებს ეროვნული ხელისუფლება, საკუთარი სამშობლოს მოყვარულ ხალხთან ერთად თავის ქვეყანაში არჩევნებს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიცია ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებს.

ცესკოს განახლებული პირველადი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ შედეგები 53 პროცენტამდე გაიზარდა.

Post navigation

Previous: წინასწარი შედეგებით, საქართველოს მმართველი პარტია გადამწყვეტ არჩევნებში იმარჯვებს – სააგენტო “როიტერი”
Next: ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილემ შედეგების ვებგვერდთან დაკავშირებით გავრცელებულ არასწორ ინფორმაციასთან დაკავშირებით დეტალები განმარტა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.