Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უკვე იცით და ცესკოს საიტზეც გამოქვეყნდა მონაცემები, „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა მყარი უმრავლესობა – მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს თითოეულ ამომრჩეველს, თითოეულ ადამიანს, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა მომავალზე

მარშალ პრესი 26/10/2024
mamuka

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვითაც „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 52.943% მიიღო, ბრიფინგზე შეაჯამა და აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა კვლავ მყარი უმრავლესობა მოიპოვა.

მან მადლობა გადაუხადა “ქართული ოცნების” ამომრჩევლებს, ვინც მომავალზე პასუხისმგებლობა აიღო და მხარი დაუჭირა ქვეყნის ევროპულ, ტრადიციულ და ქრისტიანულ მომავალს.

“როგორც უკვე იცით და ცესკოს საიტზეც გამოქვეყნდა მონაცემები, „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა მყარი უმრავლესობა. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს ამომრჩეველს, თითოეულ ადამიანს, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა მომავალზე ევროპულ, ტრადიციულ, ქრისტიანულ მომავალზე და „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: ცესკოს პირველი მონაცემები 2137 უბნის მიხედვით
Next: კენჭისყრის პროცესი დასრულდა – ცესკო-ს ინფორმაცია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.