ჩვენი უწმინდესის თხოვნით ვცვლი ამ გადაწყვეტილებას – ზაზა გახელაძის მამა

460
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ზაზა გახელაძის მამა ცვლის გადაწყვეტილებას და ოკუპირებულ ტერიტორიაზე დღეს აღარ გადავა. მიხეილ გახელაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება პატრიარქის და ოჯახის თხოვნით შეცვალა.

„როგორც ყველაფერი არ იჭმევა, ისე ყველაფერი არ ითქმევა. მე ვთქვი, რომ გადავალ და მინდოდა ეს შემესრულებინა, მაგრამ პატრიარქის, ჩვენი უწმინდესის თხოვნით ვცვლი ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ მივწერეთ წერილი პატრიარქს და პატრიარქის დიდი თანაგრძნობა იყო. საპატრიარქომ გაამზადა წერილი რუსეთის პატრიარქის სახელზე და დაველოდებით. პატრიარქის და ჩემი ოჯახის თხოვნით აღარ გადავალ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. დიდ პატივს ვცემ პატრიარქს და აღარ გადავდივარ. მხოლოდ იმ პირობით, დაველოდებით ერთი თვე, ერგნეთის შეხვედრამდე თუ რამე არ შეიცვალა და რაიმე პასუხი არ მოგვცეს აუცილებლად გადავალ. შეიძლება რომ გადავიდე ამით უფრო დავუმძიმო ჩემს შვილს, მაგრამ მე არაფერი დამრჩენია სხვა. უნდა აამოქმედონ ყველა ბერკეტი, რომ ჩემი შვილი დაბრუნდეს სახლში. მოვუწოდებ ყველას ჩატარდეს მშვიდობიანი აქცია, რომ შედეგი იყოს ნორმალური“, – განაცხადა ზაზა გახელაძის მამამ, მიხეილ გახელაძემ.

ძალაში რჩება ოჯახის მიერ დღეს დაანონსებული აქცია. დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის მხარდამჭერი აქცია სოფელ ქვემო ჭალაში ორ საათში დაიწყება.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება