Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საოცრება ხდება ქვეყანაში, ხალხი ღიად აცხადებს, რომ ხმა მისცეს მშვიდობას, კეთილდღეობას და ამას აკეთებენ სიამაყით

მარშალ პრესი 26/10/2024
tamar chiburdanidze

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე საარჩევნო გარემოსა და პროცესს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„როდესაც შენი არჩევანის არ გრცხვენია, პირიქით, გეამაყება, ეს არის უკვე ამ პოლიტიკური გუნდის გამარჯვება“- წერს თამარ ჩიბურდანიძე და აღნიშნავს, რომ საარჩევნო უბნებთან ხალხის ნაკადი დიდია. მისი თქმით, ამომრჩეველი ღიად ამბობს, რომ ხმას აძლევს მშვიდობასა და ღირსებას.

ექსპერტის თქმით, საზოგადოება ქვეყნისა და ეკლესიის გადარჩენისთვის მზადაა და ეს არჩევნები ისტორიას დარჩება.
თამარ ჩიბურდანიძემ აღნიშნა, რომ დღეს საზოგადოება კიდევ ერთხელ ეტყვის მსოფლიოს, რომ საქართველო არ იყიდება.

“ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს. საოცრება ხდება საარჩევნო უბნებთან. გარეთ გამოსული ხალხი, თავისი ნებით, ხმამაღლა აცხადებს, რომ ხმა მისცეს მშვიდობას, კეთილდღეობას და ქვეყნის განვითარებას. და ამას ამბობენ სიამაყით.

როდესაც შენი არჩევანის არ გრცხვენია, პირიქით, გეამაყება, ეს არის უკვე ამ პოლიტიკური გუნდის გამარჯვება. ქართველი ხალხი ნამდვილად ფეხზე დგას თავისი ქვეყნის, დედა ეკლესიის გადასარჩენად. ეს ისტორიული არჩევნები დარჩება მომავალ თაობას, როგორც ჩვენი ხალხის დიდსულოვნების და ქართული სულის გამარჯვების კიდევ ერთი მაგალითი.

დღეს აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველო! დღეს კიდევ ერთხელ ვეტყვით მსოფლიოს, რომ ეს ქვეყანა არ იყიდება. ჩვენ ვართ ამ სამყაროს ნაწილი და გვსურს ღირსეული წევრობა,“- წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: გავრცელდა ინფორმაცია თითქოს საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველს აძლევენ წინასწარ მონიშნულ ბიულეტენს. ამომრჩეველს ბიულეტენის აღებისთანავე აქვს შესაძლებლობა გადაამოწმოს ის, შესაბამისად ეს ინფორმაცია არის მანიპულაციური – ცესკო
Next: მაინც და მაინც იმ ლოკაციებზე, სადაც არის „ტვ პირველი“, გადაადგილდება 30 კაციანი ჯგუფი, რომლებიც ფიზიკურად უსწორდება იქ მყოფ ადამიანებს, აგინებენ, უწყობენ პროვოკაციებს იმისათვის, რომ შეიქმნას არეულობის კერები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.