773 ახალი შემთხვევა და 12 გარდაცვლილი – ბოლო 24 საათის მონაცემები საქართველოდან

149
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 923 კვლევა, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 773 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

22 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.04 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.42%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.49%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 575 პირი, თუმცა, სამწუხაროდ გარდაიცვალა 12 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 773 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 469 შემთხვევა, აჭარა – 24, იმერეთი – 69, ქვემო ქართლი – 50, შიდა ქართლი – 29, გურია – 3, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 50, კახეთი – 59, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება