Skip to content
14/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, გააფერადონ 41 იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა – კახა კალაძე

მარშალ პრესი 26/10/2024
kakha kaladze

კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, გააფერადონ 41 იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა იგრძნოს თითოეულმა მოქალაქემ, – განაცხადა ჟურნალისტებთან თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელმაც საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

„დღევანდელ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის მშვიდობის შენარჩუნება. მის გარეშე არაფერს აქვს ფასი. დღეს ჩვენს ქვეყანას, გრძელვადიან პერსპექტივაში, ისე, როგორც არასდროს, სჭირდება მშვიდობა, სიმშვიდის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა და ერთადერთი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში, ეს არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, ვისაც შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება. დღეს არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია.

ერთ მხარეს დგანან ძალები, რომლებიც პირდაპირ მოგვიწოდებენ ომში ჩართვისკენ. ეს არიან ძალები, რომლებიც მზად არიან იკადრონ ყველანაირი ბოროტება, სიბინძურე ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ. არაერთხელ გვინახავს მათი ქმედებები, როდესაც ისინი ქვეყნის ხელისუფლებაში იყვნენ, დღეს შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიად არიან წარმოდგენილნი იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თუმცა, ვნახეთ თითოეული მათგანის წარსული. საზოგადოებას არ გაუჭირდება სწორი არჩევანის გაკეთება. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, რომ გააფერადონ 41 იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, მოხდეს ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა იგრძნოს თითოეულმა მოქალაქემ“, – აღნიშნა კალაძემ.

Post navigation

Previous: წინ ბრძოლაა, რომელშიც გონიერება გაიმარჯვებს – რატი ბრეგაძე
Next: აუცილებლად გავიმარჯვებთ – გენო პეტრიაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.