Skip to content
19/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დელეგაციის წევრებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო

მარშალ პრესი 25/10/2024
2

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დელეგაციის წევრებს 26 ოქტომბრის არჩევნების სამზადისი გააცნო. სესიის ფარგლებში, მან საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობებისა და პროექტების, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე არსებული გამოწვევების თაობაზე დეტალურად ისაუბრა.

როგორც კალანდარიშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მხარეებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით მიეღოთ დეტალური ინფორმაცია ცესკოს თავმჯდომარისგან.

მხარეებმა, ასევე განიხილეს წინასაარჩევნო გარემო. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოსა და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCHE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით დააკვირდებიან.

Post navigation

Previous: ცენტრალური საარჩევნო კომისია 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს ბრიფინგების განრიგს ავრცელებს
Next: საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები ცესკოს თავმჯდომარეს შეხვდნენ – 26 ოქტომბრის არჩევნებს 28 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 56 წარმომადგენელი დააკვირდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.