რატომ არ შეიძლება, რომ “სპუტნიკით” ავიცრა? გამაგებინეთ, რატომ მართმევთ ვაქცინის არჩევის უფლებას? – მაია ნიკოლეიშვილი

548
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვაქცინების არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეთ. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოქვეყნა. ასევე ისაუბრა რუსულ ვაქცინა “სპუტნიკზე” და პოლიტიკურ დატვირთვაზე.

“თქვე კაი დედ-მამიშვილებო, მიეცით, რა, კერძო სტრუქტურებს უფლება, შემოიტანონ ვაქცინები. იყოს, ფასიანი, რატომ არ შეიძლება?!

და რატომ არ შეიძლება, რომ “სპუტნიკით” ავიცრა?! ვისაც არ უნდა, ღმერთმა ხელი მოუმართოს. რატომ აკრძალვა?! მე ვერ ვაკავშირებ ვაქცინას პოლიტიკასთან! ვერც მედიცინას ვაკავშირებ პოლიტიკასთან, ისევე, როგორც ხელოვნებას! გამაგებინეთ, რატომ მართმევთ ვაქცინის არჩევის უფლებას?!”– წერს მაია ნიკოლეიშვილი.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება