Skip to content
15/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბაჩიაშვილს რომ ბოლო, კულმინაციურ აკორდად გამოიყენებენ, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ცუდად არის ოპოზიციის საქმე?

მარშალ პრესი 25/10/2024
tamar chiburdanidze

„როგორც ჩანს, ბაჩიაშვილს სხვა გზა არ დაუტოვეს და მოსთხოვეს საჯაროდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დეზინფორმაციული ჩვენება. მაგრამ, საინტერესოა, რატომ ახლა და არა მანამდე? თუკი ივანიშვილი ქვეყანას ძარცვავდა, რატომ გვიმალავდა დღემდე, ეს ხომ მისგან სამშობლოს და ხალხის ღალატია?” – ასე ხსნის „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ოპოზიციური ტელეარხის მიერ დაანონსებულ სატელევიზიო გადაცემას, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ჩვენებებს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი იძლევა.

„იარეს, იხლაფორთეს, ხან ბანერები გადაღებეს, ხან ჩამოხიეს, იკივლეს, იწივლეს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, ვერც ხალხი გამოიყვანეს მათივე პატრონების დასანახად. ყველაფერი სცადეს და არაფერი გამოუვიდათ, ხვალ გარდაუვალ მარცხს ელიან. თუმცა, ბოლო დღეს მაინც ცდილობენ მაქსიმალურად გამოიყენონ დეზინფორმაციის ბასრი მახვილი და ამისთვის გიორგი ბაჩიაშვილის “საბრალდებო დასკვნა” შეარჩიეს.

ეს ის პირია, რომელიც გარკვეული პერიოდი უმნიშვნელოვანეს ფონდს ხელმძღვანელობდა და აგერ აქამდე უმსხვილეს პროექტს. ეს ის პირია, რომლის მიმართაც ბევრ ბიზნესმენს გარკვეული კითხვები აქვს. თუმცა, დღეს თავად გვევლინება სხვის ბრალმდებლად. როგორც ჩანს, ბაჩიაშვილს სხვა გზა არ დაუტოვეს და მოსთხოვეს საჯაროდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დეზინფორმაციული ჩვენება. მაგრამ, საინტერესოა, რატომ ახლა და არა მანამდე?

თუკი ივანიშვილი ქვეყანას ძარცვავდა, რატომ გვიმალავდა დღემდე, ეს ხომ მისგან სამშობლოს და ხალხის ღალატია? რა თქმა უნდა, მას არც არაფერი ჰქონდა სათქმელი და ის, რაც დღეს უნდა თქვას, ამობეჭდილი დაუდეს წინ. როგორც ჩანს, მის მიმართ კომპრომატი იმდენად ბევრია, რომ ამაზე წავიდა. მისი დღევანდელი აბსურდი ნაკლებად გვაინტერესებს, ფაქტი ისაა, ბაჩიაშვილს რომ ბოლო, კულმინაციურ აკორდად გამოიყენებენ, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ცუდად არის ოპოზიციის საქმე?” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: ისინი არა არჩევნების დაკვირვებას, არამედ პროცესის დაზიანებასა და ხელისშეშლას აპირებენ – დავით ჩიხელიძე სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე
Next: „ქართული ოცნების“ მთავრობამ საქართველოსთვის მოიპოვა კანდიდატის სტატუსი, ღრმად გვწამს, არჩევნების და უკრაინაში ომის დასრულებისთანავე არსებითად გავაუმჯობესებთ და გადავტვირთავთ საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირსა და აშშ-სთან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.