IMG.GE IMG.GE

ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე, სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას გუშინდელ ბრიფინგს ეხმაურება:

„გვარამიას ბრიფინგმა ბოროტების სამკუთხედი გამოავლინა: მოსკოვი – სტრასბურგი – თბილისი.

მედასავლეთეები ისევ უტევენ დასავლეთს. თუმცა, ჰო სტრასბურგი არაა დასავლეთი. განგვიმარტეს ადრე.

პუტინის მოკავშირე ივანიშვილმა პუტინის მიერ დაგეგმილი მკვლელობა აღკვეთა.

როგორ გაუბედა?

ვისი მოკავშირე ვის როიალშია?! (პერიფრაზი)

რთული მოსასმენი იყო, მაგრამ მოვუსმინე ამ მოდელირებულ ბრიფინგს.

ბევრი წერთ და დაალაგეთ “პაზლის” ელემენტები:

– დაკავების ოპერაცია ქავთარაძის ქუჩაზე;

– ჩხრეკა პანკისში;

– ენმ-ის სააგენტო “პირველი რადიოს” მიერ ინფორმაციის “გაჟონვა” “სუს-ში სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით”;

– მთავარი არხის ბრიფინგი.

ბრიფინგი დაშალეთ მარტივ მამრავლებად, მარტივი ისედაც იყო, მაგრამ მაინც, ჩამოწერეთ სათითაო ფრაზა, და შემდეგ ეს ყველაფერი დინამიკაში გაანალიზეთ.

ამას წინათ საგამოძიებო ჟურნალისტიკის შესახებ რაც დავწერე, აქაც მუშაობს. კერძოდ ის, რომ ფინთინოდარას სტილში ხმის ტემბრის პასაჟები, თითქოს კრესლო-მასაჟორში ზის, არაა მთავარი.

ანუ ემოციებით და ცრემლებით ბაშვებზე და სერიალების მოყვარულ ბებოებზე მოახდენ ზეგავლენას, დეტექტივების მოყვარულებზე ვერა.

როცა თვეების მანძილზე ინფორმაციას ფლობ, ემოციები დიდი ხნის გავლილია, გუშინ რას უნდა გამოეწვია?!

ბრიფინგის თეზისებს და ზემოთ ჩამოთვლილ ქრონოლოგიას როცა დაალაგებთ, დაამატებთ სუს-ის გუშინდელ განცხადებას და შეეცდებით მოზაიკის აწყობას, ბევრ წინააღმდეგობას წააწყდებით.

სათითაო ფრაზას დაუსვით კითხვები, შეეცადეთ დააკავშიროთ ერთმანეთთან. ყველაზე მეტად თვალთვალის თუ უსაფრთხოების უზრუნბელყოფის მომენტებია საინტერესო. ჩაუღრმავდით.

თუ ააწყობთ, დაწერეთ. სიამოვნებით წავიკითხავ.“ – წერს ამირან სალუქვაძე.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება