აკაკი ბობოხიძე თავს იყ@ევებს – დავუშვათ აგვისტოს ომზე ცუდი დოკუმენტი მივიღეთ, 9 წელი რა გააკეთეს მის გამოსასწორებლად?!

1236
წაკითხვა/ნახვა
mpn

დავუშვათ აგვისტოს ომზე ცუდი დოკუმენტი მივიღეთ, 9 წელი რა გააკეთეს მის გამოსასწორებლად?! – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა აგვისტოს ომზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით.

“დავუშვათ და ცუდი დოკუმენტი მივიღეთ. 9 წლის განმავლობაში რა გაკეთდა იმისათვის, რომ ეს ცუდი დოკუმენტი გამოსწორებულიყო. უზარმაზარის ეს დოკუმენტი, მოცულობითაც ძალიან დიდი დოკუმენტია და ამ დოკუმენტში ჩვენთვის ერთი უსიამოვნო მუხლია, ოღონდ ომის დაწყების აღიარება ნამდვილად არ არის. დანარჩენი ყველა მუხლი (სულ 32 მუხლია) არის საბრალდებო დასკვნა და საბრალდებო განაჩენია რუსეთის სახელმწიფოს მიმართ. აქ არის ნახსენები ტერმინები: “ოკუპაცია” და “ეთნიკური წმენდა”, რაც უზარმაზარი იურიდიული მნიშვნელობის მატარებელი ტერმინებია”, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

კომენტარები
mpn
მოწონება