Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ქართული ოცნება” არაა იდეალური, მაგრამ – ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც არ „უტყდება” საკუთარი დაშვებული შეცდომების აღიარება. ჩაივლის ეს არჩევნები და არც მაშინ შეუშინდება ამ შეცდომების აღიარებას

მარშალ პრესი 25/10/2024
david kartvelishvili

„საერთაშორისო აგენტოკრატების და მათი ადგილობრივი უსამშობლო ლაქიების აქილევსის ქუსლი ხომ სწორედ ესაა: უცდომელობა და საკუთარი ცოდვების არაღიარება, რამეთუ ამ კატეგორიებს სულიერება ასაზრდოებს, თავმდაბლობა და არა უკიდურესი ამპარტავნობა,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, აგენტოკრატები საკუთარი შეცდომების სხვებზე გადაბრალების მიზნით ყოველთვის სხვას ეძებენ. „რუსებს ოდითგანვე ჰქონდათ შიდა მოხმარების უნივერსალური გამონათქვამი – „რუსეთუმეებს” ეცოდინებათ.

რამე რომ ხდებოდა: „კტო ვინოვატ?” შეკითხვაზე, გვესმოდა – „პუშკინ”. „ა კტო ზნაეტ?” – „პუშკინ ზნაეტ” და ა.შ. საერთაშორისო დონეზე კი, „პუშკინი” დიდი ხანია ჩაანაცვლეს „პუწინით”. სადმე რამე თუ არ გამოსდით, შეკითხვას „Who’s to blame?” („კტო ვინოვატ?”) – მომენტალურად პასუხობენ: Putin. საერთაშორისო აგენტოკრატების და მათი ადგილობრივი უსამშობლო ლაქიების აქილევსის ქუსლი ხომ სწორედ ესაა: უცდომელობა და საკუთარი ცოდვების არაღიარება, რამეთუ ამ კატეგორიებს სულიერება ასაზრდოებს, თავმდაბლობა და არა უკიდურესი ამპარტავნობა. ბევრჯერ მითქვამს, რომ „ქართული ოცნება” არაა იდეალური, მაგრამ – ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც არ „უტყდება” საკუთარი დაშვებული შეცდომების აღიარება. ჩაივლის ეს არჩევნები და დარწმუნებული ვარ, არც მაშინ შეუშინდება ამ შეცდომების გაანალიზება/აღიარებას. ამით ის სწორედ რომ ცოცხალ, სულიერ ორგანიზმს წარმოადგენს და არ წააგავს გამოშიგნულ ფიტულებსა თუ ცვილის ფიგურებს,” – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ბაჩიაშვილი ამბობს, ივანიშვილმა ქვეყანას 400 მილიონი მოპარაო – ასეთი ინფორმაცია რომ გაქვს, საგულდაგულოდ ინახავ და არჩევნების წინა საღამოს ყვები, ნაძირალა და მატყუარა ხარ, თუმცა ბაჩიაშვილი, სავარაუდოდ, აუცილებლად მოხვდება იქ, სადაც კრიმინალები და ყაჩაღები ხვდებიან
Next: ეს იყო „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ღონისძიება, რომელიც ორგანიზებული იყო ენჯეოების და ოპოზიციის მიერ უცხოური ფულით – შალვა პაპუაშვილი 20 ოქტომბრის მარშზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.