Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დამკვირვებლად რეგისტრირებულ ენჯეოებში აღმოვაჩინეთ, რომ 36% პირდაპირ დაკავშირებულია ოპოზიციურ პარტიებთან, ორგანიზაციების 16% პირდაპირ აწარმოებენ კამპანიას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ

მარშალ პრესი 25/10/2024
shalva papuashvili

ჩვენ გვქონდა ბრიფინგი, სადაც, უკვე დამკვირვებლად რეგისტრირებულ ენჯეოებში აღმოვაჩინეთ, რომ 36% ამ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა, პირდაპირ არიან დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ორგანიზაციების დამფუძნებლები ან წამყვანი თანამდებობის პირები ან ოპოზიციის აქტივისტები ან ოპოზიციური პარტიების შემომწირველები არიან. ორგანიზაციების 16% კი პირდაპირ „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო კამპანიას აწარმოებენ.

„ამ ორგანიზაციებში ან ოპოზიციის პარტიის პარტიის აქტივისტები, ლიდერები არიან დამფუძნებლები და წამყვანი პირები, ან ოპოზიციის შემომწირველები არიან. ანუ, პირდაპირ დასტურდება, რომ ეს 36% არის დაკავშირებული ოპოზიციასთან. 16% არის ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ აწარმოებენ კამპანიას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ანუ, არჩევნებში მონაწილე ერთი პარტიის წინააღმდეგ არიან ჩართული კამპანიაში, რაც ჯამში გვაძლევს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების 52 %-ს, რომლებიც არიან მიკერძოებული და რა თქმა უნდა, მათგან მოსალოდნელი არ არის, რომ რაიმე ობიექტური დასკვნა იქნება.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: თუ გიორგი ბაჩიაშვილისთვის ცნობილი იყო სახელმწიფო თანხების მითვისების ფაქტი, როგორ შეეძლო დაემალა ასეთი „დანაშაული“ და მხოლოდ არჩევნების წინ გაემჟღავნებინა ის
Next: ბაჩიაშვილი ამბობს, ივანიშვილმა ქვეყანას 400 მილიონი მოპარაო – ასეთი ინფორმაცია რომ გაქვს, საგულდაგულოდ ინახავ და არჩევნების წინა საღამოს ყვები, ნაძირალა და მატყუარა ხარ, თუმცა ბაჩიაშვილი, სავარაუდოდ, აუცილებლად მოხვდება იქ, სადაც კრიმინალები და ყაჩაღები ხვდებიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.