Skip to content
22/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც 23 ოქტომბერს აქციაზე იმყოფებოდა და მოვუწოდო: 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი, იმისთვის, რომ საბოლოოდ დავაგვირგვინოთ გამარჯვებით ეს საარჩევნო მარათონი

მარშალ პრესი 25/10/2024
shalva papuashvili

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, „ქართული ოცნების“ დასკვნით ღონისძიებაზე დასწრებისთვის მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყველამ დაინახა ასიათასობით ადამიანი, ვისაც საქართველოსთვის გული შესტკივა. მისი განცხადებით, ეს არის ის ღირსეული საქართველო, რომელიც 26 ოქტომბერს გამარჯვებით დაასრულებს საარჩევნო კამპანიას.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც 23 ოქტომბერს აქციაზე იმყოფებოდა. ყველამ დაინახა ის ასობით ათასი მოქალაქე: მშობლები, შვილები, ექიმები, საჯარო მოხელეები – ყველა, ვისაც გული შესტკივა საქართველოსთვის. ეს არის საქართველოს რეალური სახე, ეს არის ის ღირსეული საქართველო, რომელიც 26 ოქტომბერს გამარჯვებით დააგვირგვინებს ამ საარჩევნო კამპანიას. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას და ყველას მოვუწოდო: 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი, იმისთვის, რომ საბოლოოდ დავაგვირგვინოთ გამარჯვებით ეს საარჩევნო მარათონი.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Continue Reading

Previous: 50 წელია დიპლომატიურ საქმიანობაში ვარ ჩართული და ასეთი ფაქტები არსად არ მინახავს, რომ დიპლომატი აძლევდეს თავს იმის უფლებას, რასაც დღეს ზოგიერთი დიპლომატისგან ვისმენთ საქართველოში
Next: მებადება ეჭვი, ბაჩიაშვილის მხრიდან ხდება თემების პოლიტიზირება და იკვეთება პოლიტიკური ნიშნები – თანაინვესტირების ფონდის დირექტორი დავით გალუაშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025